|
2019-07-04 15:48:40, 1555 ნახვა
კომენტარი
ბარამიძე: ოპოზიციური ლიდერების გამოკითხვაზე დაბარება პასუხისმგებლობის გადმობრალების უსუსური მცდელობაა
„პასუხისმგებლობის ოპოზიციისთვის გადაბრალების უსუსური მცდელობა“ - ასე შეაფასა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა გია ბარამიძემ, 20-21 ივნისის მოველენებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მისი გამოკითხვაზე დაბარების ფაქტი. ბარამიძე აღნიშნავს, რომ გამოძიებასთან აუცილებლად ითანამშრომლებს. „ბუნებრივია, ვითანამშრომლებთ გამოძიებასთან, რომელიც ახლა უსუსურად ცდილობს რომ ხელისუფლების პასუხისმგებლობა და პირადად ივანიშვილის, შინაგან საქმეთა მინისტრის და, როგორც ჩანს, დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის, ანზორ ჩუბინიძის დანაშაული აიცილონ და შეეცადონ ეს ყველაფერი ოპოზიციის წარმომადგენლებზე და ლიდერებზე გადაიტანონ“, - განაცხადა გია ბარამიძემ. შეგახსენებთ, გენერალურმა პროკურატურამ გამოკითხვაზე გია ბარამიძის გარდა, „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი უგულავა და „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილიც დაიბარა. როგორც ცნობილია, გიგი უგულავას მაგისტრი მოსამართლე დაკითხავს. რაც შეეხება ირაკლი ოქრუაშვილს, იგი საფრანგეთში იმყოფება და აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში გამოძიებას ჩვენებას დისტანციურად მისცემს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)