09:45 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-03 16:48:15, 1142 ნახვა

საზოგადოება
ჯაფარიძე: ჩარკვიანის მუსიკა ჩემიცაა, მკიდია რას ფიქრობს ამ საკითხზე საავტორო უფლებების ფედერაცია

პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“  ლიდერი  ზურა ჯაფარიძე მომერალ ირაკლი ჩარკვიანის მუსიკაზე პრეტენზიას  აცხადებს.

ჯაფარაძე ქეთათო ჩარკვიანის facebook პოსტს გამოეხმაურა.

„საკუთრების უფლება არსებობს მხოლოდ შეზღუდულ რესურსზე

ადამიანს შეიძლება ჰქონდეს საკუთრება კონკრეტულ აგურზე, მაგრამ არა აგურის დიზაინზე ან აგურებისგან შექმნილ დიზაინზე

ადამიანს შეიძლება ჰქონდეს საკუთრების უფლება კონკრეტულ წიგნზე, მაგრამ არა წიგნში არსებულ ასოებისა და/ან სიტყვების კომბინაციაზე

ადამიანს შეიძლება ჰქონდეს საკუთრება კონკრეტულ ნოტების ფურცელზე, მაგრამ არა იმ ფურცელზე არსებულ ნოტების კომბინაციაზე

ადამიანს შეიძლება ჰქონდეს საკუთრება კონკრეტულ მოლეკულებზე, მაგრამ არა მოლეკულების კონკრეტულ კომბინაციაზე

ე.წ. „ინტელექტუალური საკუთრების“ ფორმა რომელიც სახელმწიფოს/პოლიციის ძალით იცავს ასოების, ნოტების და ა.შ. კომბინაციებს, სინამდვილეში წინააღმდეგობაში მოდის საკუთრების რეალურ უფლებასთან და არის მავნებლობა

ჩარკვიანის მუსიკა ჩემიცაა, ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია და ენითაუწერლად მკიდია რას ფიქრობს ამ საკითხზე საქპატენტი ან საავტორო უფლებების რაღაც ფედერაცია თუ კონსორციუმი“, - წერს ჯაფარიძე.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics