23:32 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-03 15:30:49, 1605 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა ქუთაისსა და იმერეთის მხარეში მცირე სასტუმროებისა და საოჯახო სასტუმრო სახლების მესაკუთრეებს ხვდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს. ნათია თურნავა ამჯერად ქუთაისსა და იმერეთის მხარეში მცირე სასტუმროებისა და საოჯახო სასტუმრო სახლების მესაკუთრეებს ხვდება. მინისტრისა და ბიზნესის შეხვედრა ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში მიმდინარეობს. მინისტრისა და ბიზნესსექტორის შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივის ფარგლებში მიმდინარეობს.

 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი საქართველოს ტურისტულ სექტორში არსებული გამოწვევების ფონზე კერძო სექტორის, მათ შორის მცირე სასტუმროების მფლობელებს უკვე რამდენჯერმე, თბილისსა და აჭარაში შეხვდა და მათგან პირადად მოისმინა არსებული სიტუაციის შეფასება, თუ როგორ აისახა რუსეთის მხრიდან ფრენების აკრძალვა ტურისტულ ნაკადებსა და შესაბამისად, მათ საქმიანობაზე.

 ამასთან, ნათია თურნავა პირადად ეცნობა კერძო სექტორის ხედვას, თუ სახელმწიფომ რა დახმარება  და მხარდაჭერა შეიძლება მათ გაუწიოს არსებული სიძნელეების დაძლევის პროცესში. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ბიზნესსექტორთან პირადი კომუნიკაცია მნიშვნელოვანია საერთო სურათის შეფასებისა და არსებული გამოწვევების დარეგულირების გეგმის დასახვის პროცესში. ნათია თურნავას ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტრო კვირის ბოლოს საზოაგადოებას ტურიზმის სექტორში არსებული პრობლემების დაძლევის საკუთარ პროგრამას გააცნობს.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics