09:46 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-03 15:15:55, 1326 ნახვა

საზოგადოება
მერია ელექტროველოსიპედებისა და მსგავსი ელექტროტრანსპორტისთვის პარკირების ადგილებს სარგებლობის უფლებით გასცემს

დედაქალაქის მთავრობამ პარკირების წესში ცვლილებები განიხილა, რომელიც  „მწვანე“ ტრანსპორტის სტიმულირებას ისახავს მიზნად.

მერიის ინფორმაციით, პარკირების წესს ემატება პუნქტი, რომელიც ელექტროველოსიპედების, მოპედებისა და ელექტროძრავიანი სხვა მსგავსი ტრანსპორტისთვის პარკირების ადგილების სამეწარმეო საქმიანობის მიზნით სარგებლობის უფლებით გაცემას  ითვალისწინებს.

ახალი ნორმა თბილისში „მწვანე“ ტრანსპორტის გაქირავების პუნქტების, მათ შორის, „ქარ შეარინგის“ პრინციპით მოქმედი ცენტრების შექმნისთვის ერთ-ერთი წინაპირობა იქნება. ეს კი, გააუმჯობესებს ქვეითთა გადაადგილების დინამიკასა და კომფორტს.

თბილისის მერია პარკირების წესში ცვლილებებს დასამტკიცებლად საკრებულოს გადაუგზავნის.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics