23:54 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-03 14:16:34, 1394 ნახვა

პოლიტიკა
​კონსტანტინიდი დავით გარეჯზე: აზერბაიჯანთან ბევრი შეხვედრა იქნება გასამართი, იმისათვის, რომ შედეგებზე გავიდეთ

საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ვლადიმერ კონსტანტინიდი აცხადებს, რომ დავით გარეჯის საკითხზე აზერბაიჯანულ მხარესთან მოლაპარაკებების პროცესი განახლდა.

კონსტანტინიდის განმარტებით, ადგილზე იგეგმება ექსპერტების გასვლა და აზომვითი სამუშაოები, რომელიც ყველა საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით ჩატარდება.

„გარკვეული პაუზის შემდეგ განახლდა საქართველო-აზერბაიჯანის ერთობლივი კომისიის მუშაობა. ეს პაუზა ობიექტური მიზეზებით იყო გამოწვეული, შემადგენლობა იყო გასაახლებელი. როგორც კი განახლდა შემადგენლობა, პირველი რაუნდი აზერბაიჯანის დედაქალაქში ჩატარდა. შეხვედრა კონსტრუქციულ და სამუშაო ატმოსფეროში გაიმართა, როგორც ეს ჩვენს ურთიერთობებს აზერბაიჯანთან შეესაბამება. დღეისათვის, აზერბაიჯანულ მხარესთან ინტენსიური კომუნიკაცია მიმდინარეობს იმისთვის, რომ შემდეგი რაუნდის ნაბიჯები შეთანხმდეს. იცით, რომ იგეგმება ექსპერტების ადგილზე გასვლა, აზომვითი, ტექნიკური სამუშაოები და ა.შ. ყველა არსებული სადემარკაციო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ყველა საკითხი გადაწყდება სწორედ ამ ერთობლივი კომისიის მუშაობის ფარგლებში. დღეს მიმდინარეობს კომუნიკაცია, რომ ორივე მხარე შეთანხმდეს მომდევნო რაუნდის ნაბიჯებზე და თარიღებზე, მხოლოდ აზერბაიჯანულ მხარესთან შეთანხმებით. გასათვალისწინებელია, რომ ერთი შეხვედრა, ერთი რომელიმე ნაწილი სამუშაოსი არ არის გათვლილი იმაზე, რომ საბოლოო შედეგები მივიღოთ. ბევრი შეხვედრა იქნება გასამართი იმისათვის, რომ კონკრეტულ შედეგებზე გავიდეთ“, - განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics