|
2019-07-03 12:45:08, 1278 ნახვა
საზოგადოება
თამარ გვერდწითელი თბილისში მიმდინარე პროცესებზე: მე რა შუაში ვარ?!
20-21 ივნისს თბილისში განვითარებულ მოვლენებს რუსეთსი მოღვაძე თამარ გვერდწითელი ეხმაურება, - ინფორმაციას "მოსკოვსკი კომსომოლეცი" ავრცელებს. კითხვაზე - როგორ აფასებს ქართულ-რუსული ურთიერთობების პერსპექტივას, შექმნილი ვითარების ფონზე გვერდწითელი ასე პასუხობს: "მე რა შუაში ვარ?! კითხვა უნდა დაუსვათ კრიტიკულად განწყობილ ქართველებს და მათ, ვინც კონცერტებს აუქმებს. მე არ შემიძლია გავაკეთო კომენტარი პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე. კულტურა განაგრძობს ცხოვრებას. რაც შეეხება ავიაფრენების აკრძალვას, ამის გამო რა თქმა უნდა, ვწუხვარ. საქართველოში ნათესავები და ახლობლები მყავს. შევეცდებით სხვა გზებით მიმოსვლას. ეს არანაირად არ ეხება კონცერტებს", - განაცხადა მომღერალმა. ცნობისთვის, რუსეთს ბოიკოტი პირველმა ბუბა კიკაბიძემ გამოუცხადა, ხოლო მოგვიანებით მომრერალმა ნინო ქათამაძემ. აღსანიშნავია, რომ ქათამაძემ 22 ივნისს მოსკოვში კონცერტი გამართა, რის გამო დიდი კრიტიკა დაიმსახურა. ამის შემდეგ ის თბილისში დაბრუნდა და პარლამენტთან მიმდინარე აქციას დაესწრო. მან მოქალაქეებს სიტყვით მიმართა და რუსეთში კონცერტის გამო ბოდიში მოიხადა. მისი თქმით, ის რუსეთში კონცერტს აღარ გამართავს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)