|
2019-07-03 11:04:42, 1207 ნახვა
კომენტარი
გია აბაშიძე - „ოცნების“ ოპონენტებს 2020-ის წინ პარტიის დასუსტება სურთ და ამიტომ ცდილობენ, პროცესები გახარიას გადადგომით დასრულდეს
ექსპერტი გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, სადაც ქვეყანაში 20 ივნისის ღამის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს. აბაშიძის შეფასებით, „ქართული ოცნების“ ოპონენტებს სურთ 2020 წლის არჩევნების წინ სახელისუფლებო პარტიის დასუსტება შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომით მიიღონ: "პარლამენტის წინ გრძელდება აქცია, რომელზეც კვლავ ისმის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნა. ფაქტია, რომ აქცია საგრძნობლად შენელდა და გაცილებით მცირერიცხოვანი გახდა, იმასთან შედარებით, რაც ჩვენ ყველამ პროტესტის პირველ დღეებში ვიხილეთ და ეს აბსოლუტურად ბუნებრივია. რაც შეეხება პოლიტიკურ სპექტრს, ვფიქრობ მათი ყურადღება მეტად ფოკუსირებული გახდება იმ ფართომასშტაბიან პოლიტიკურ რეფორმაზე, რომელიც საზოგადოებას და ოპონენტებს "ქართულმა ოცნებამ" შესთავაზა და რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით და ნულოვანი ბარიერით ჩატარებას გულისხმობს. ამასთან გასაგებია ისიც, რომ "ქართული ოცნების" ოპონენტებს 2020-ის წინ სურთ მაქსიმალურად დაასუსტონ სახელისუფლებო პარტია და სწორედ ამით აიხსნება მათი გამალებული მცდელობა - პროცესები გახარიას გადადგომით დასრულდეს, რადგან მიაჩნიათ, რომ ის ამ ეტაპზე ერთგვარ საყრდენს წარმოადგენს "ქართული ოცნებისთვის". თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რაც არ უნდა დიდი იყოს სურვილი გარკვეული ოპოზიციური სპექტრისა, რომ ჩამოიშორონ გიორგი გახარია, ამას არ უნდა შეეწიროს საზოგადოების უდიდესი ზეწოლის შედეგად მიღწეული პროგრესი პოლიტიკური პროცესში, რომელმაც ქვეყანას პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა უნდა მოუტანოს. სწორედ ესაა ყველაზე დიდი მიღწევა და მონაპოვარი ქართული საზოგადოებისა. და სწორედ ეს ცვლილება იქნება სამომავლოდ პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალი დისკურსის გაჩენის გარანტი. ვფიქრობ, რომ მოვლენები იმგვარად განვითარდება, რომ პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია, თანდათან ტრადიციული საპროტესტო აქციიდან, გარკვეულწილად სხვა ტიპის აქციაში ტრანსფორმირდება. შეიძლება ითქვას, ერთგვარი ფრაგმენტული პერფორმანსების სახეს მიიღებს, რაც ბუნებრივიცაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ აქციების სათავეში ახალგაზრდა ადამიანები არიან. თუმცა, ვერც პერფორმანსები გაგრძელდება უსასრულოდ. ერთი რამ უდავოა, რომ შექმნილ ვითარებაში, მათ შორის იმის გათვალისწინებითაც, რომ ზაფხულია, ხანგრძლივი პროტესტის მუხტის შენარჩუნება პრაქტიკულად შეუძლებელია. შესაბამისად, პოლიტიკური პროცესების გამწვავებას სავარაუდოდ, უფრო შემოდგომაზე უნდა ველოდოთ", - წერს აბაშიძე.
ზელენსკი კობახიძესთან შეხვედრაზე - ჩვენს ქვეყნებს შორის გადაუჭრელი საკითხები მართლაც არსებობს
კობახიძე ისევ რევოლუციის მცდელობებზე საუბრობს და ევროპულ ლიდერებს ადანაშაულებს
კობახიძე ვოლოდიმერ ზელენსკისთან შეხვედრაზე - ეს იყო დახურული ფორმატის შეხვედრა, თუმცა მეგობრული
ზუგდიდში დევნილთათვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)