|
2019-07-02 20:06:28, 1223 ნახვა
საზოგადოება
ილია მეორე ემიგრანტებს: უნდა იცოდეთ, რომ სამშობლო გელოდებათ
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უცხოეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს უმასპინძლა. ღონისძიება ორგანიზაცია 'დიასპორის სახლის” ინიციატივით ჩატარდა და მასში მონაწილეობდნენ ამერიკაში, კანადაში, ესპანეთში, გერმანიაში, საბერძნეთში, იტალიასა და სხვა ქვეყნებში მცხოვრები ქართველები. ემიგრანტებმა მის უწმინდესობას მიღებისთვის მადლობა გადაუხადეს და ხაზი გაუსვეს საზღვარგარეთ არსებული ქართული სამრევლოების მნიშვნელობას; განაცხადეს, რომ სამრევლოები და იქ არსებული საკვირაო სკოლები და სხვადასხვა წრეები ეხმარებათ სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებაში. შეხვედრას ესწრებოდა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა). მისმა უწმინდესობამ დალოცა ემიგრანტები და წარმატებული მოღვაწეობა და სამშობლოში დაბრუნება უსურვა. "სამშობლო ტკბილია, დედასავით ტკბილია. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ სამშობლო გელოდებათ თქვენ. ღმერთმა დაგლოცოთ საქართველოსთან ერთად! ბედნიერი იყავით ორსავ სოფელსა შინა!”- აღნიშნა ილია მეორემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)