|
2019-07-02 14:24:21, 1067 ნახვა
საზოგადოება
ენმ-ს წევრი: თუკი სამტრედიის მერი არ ემიჯნება კიკაჩეიშვილის განცხადებას, მისი პასუხისმგებლობაც უნდა დადგეს
სამტრედიის მუნიციპალიტეტის, სოფელ მელითაურის რწმუნებულის სოფიკო კიკაჩეიშვილის პრორუსულსა და ჰომოფობიურ გაცხადებებს სამტრედიის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე, მამუკა ბიბილეიშვილი ეხმაურება. როგორც მამუკა ბიბილეიშვილმა აღნიშნა, კიკაჩეიშვილმა თანამდებობა უნდა დატოვოს. ამასთან, მისივე განცხადებით, თუ სამტრედიის მერი აღნიშნულ განცხადებებს იზიარებს, მისი პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს. „შერჩეული ჰყავს „ქართულ ოცნებას“ ყველა სოფელში ადამიანები ისეთი, შევადარებ მე-19 საუკუნეში ბოქაულები რომ ჰყავდათ დანიშნული რუსეთს, რომ უნდა დააშინონ მოსახლეობა და გამოიყვანონ არჩევნებზე ჩვეულებრივად. ამ დავალებას ჩვეულებრივად ასრულებენ. თუკი მერი არ ემიჯნება ამ განცხადებას, მაშინ მერის პასუხისმგებლობაც უნდა დადგეს. თუკი ემიჯნება, მაშინ უნდა გაათავისუფლოს ეს ადამიანი დაკავებული თანამდებობიდან“, - აღნიშნა ენმ-ს წევრმა. შეგახსენებთ, რომ სოფიკო კიკაჩეიშვილის პრორუსული განცხადებებისა და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიმართ გამოთქმული შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგიის გამო, სამტრედიის საკრებულოს სხდომაზე ენმ-ს წარმომადგენელმა მამუკა ბიბილეიშვილმა სოფიკო კიკაჩეიშვილის თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვა, რასაც მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. აღნიშნულის ამსახველ ვიდეო-მასალას ენმ-ს წევრი ფარნაოზ ჭკადუა facebook-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა. ვიდეოში ისმის, თუ როგორ კამათობენ სოფიკო კიკაჩეიშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. ოპოზიცია კიკაჩეიშვილის „ქართული ოცნების“ სახედ მოიხსენიებს რაზეც კიკეჩაშვილი მათ „მკვლელებს“ უწოდებს და აღნიშნავს, რომ „რუსეთი მოსწონს“. „ენა გააჩუმე, არ გადამრიო... შენ როგორ ლაპარაკობ ადამიანის უფლებებზე. შენ მკვლელო შენ. მთელი ჩვენი სოფელი ჩახოცე... რა სახე, რა ხელებს მიშლი, უზრდელი ეს. რას გავდით საერთოდ, თუ გქონდათ ან სოფელი ან ქალაქი. ვაზაგაშვილის, გირგვლიანის სულს, რას პასუხობთ, არაკაცებო თქვენ. მკვლელებო თქვენ. მე ჩემს სამსახურებრივ მოვალეობას 10-იანზე ვასრულებ და მაქვს, ჩემი აზრი. ცისფერები, ლეზბიანკები, პიდარასტები ყავენ იქ და „ნაციონალები“. რა გაცინებთ, სამარცხვინოები ხართ... ვინ არის იქ ნორმალური, სამარცხვინოები ხართ. ვენაცვალე გახარიას. ჩემი შვილი იქ ვერ გაბედავდა გასვლას. რუსეთი კარგი რომაა ის რომ ვთქვი, მაგიტომ ვარ.... თურქეთთან ნაკლები ურთიერთობა გვქონდა? ისტორიას გადახედე“... - მიმართა კიკეჩაშვილმა ოპოზიციას.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)