10:16 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-02 14:15:38, 959 ნახვა

რეგიონი
შუახევში კიდევ ერთი ახალი ბაგა-ბაღის მშენებლობა დაიწყო

შუახევში კიდევ ერთი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა დაიწყო. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ამჯერად სოფელ ჯაბნიძეებში შენდება.

 დაწესებულების ამოქმედების შედეგად 25 -მდე პატარას მიეცემა სკოლამდელი განათლების მიღების შესაძლებლობა. დასაქმდება 10-ზე მეტი ადგილობივი.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ერთ სართულიანი კაპიტალური შენობის მშენებლობა, სადაც მოეწყობა სხვადასხვა დანიშნულების ოთახები, სველი წერტილები, სამზარეულო. დამონტაჟდება ცენტრალური გათბობის თანამედროვე სისტემა და შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,მარეთი 777“ აწარმოებს. ადგილობრივი ბიუჯეტიდან მშენებლობაზე 272856 ლარამდე დაიხარჯება.

წინა მოსამზადებელ სამუშაოებს შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, საკრებულოს წევრთან თენგიზ ივანაძესთან და მერიის ეკონომიკის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს დავით დავითაძესთან ერთად გაეცნო.

 დღის მდგომარეობით შუახევში 11 ბაგა-ბაღი და 9 ალტერნატიული ბაღი ფუნქციონირებს. მიმდინარე წელს მათ რიცხვს კიდევ ორი ბუთურაულისა და ხაბელაშვილების ბაგა-ბაღები შეემატება.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics