|
2019-07-02 13:20:49, 1636 ნახვა
საზოგადოება
„დაიხ! რუსეთი მომწონს... პიდარასტები ყავენ აქციაზე... ვენაცვალე გახარიას“ - სამტრედიის მერიის რწმუნებული
„ყველა ერთუჯრედიანი და უპატრონო დგას რუსთაველის გამზირზე“, „ნეტა რუსეთთან აღდგებოდეს კარგი ურთიერთობა“, - ამის შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაურის რწმუნებულმა სოფიკო კიკაჩეიშვილმა facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. კიკაჩეიშვილის პრორუსული განცხადებებისა და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციათა ციკლის - „სირცხვილია“ მონაწილეთა მიმართ გამოთქმული შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგიის გამო, სამტრედიის საკრებულოს სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა მამუკა ბიბილეიშვილმა სოფიკო კიკაჩეიშვილის თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვა, რასაც მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. აღნიშნულის ამსახველ ვიდეო-მასალას ენმ-ს წევრი ფარნაოზ ჭკადუა facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს. ვიდეოში ისმის, თუ როგორ კამათობენ სოფიკო კიკაჩეიშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. ოპოზიცია კიკაჩეიშვილის „ქართული ოცნების“ სახედ მოიხსენიებს რაზეც კიკეჩაშვილი მათ „მკვლელებად“ მოიხსენიებს და აღნიშნავს, რომ „რუსეთი მოსწონს“ „ენა გააჩუმე, არ გადამრიო... შენ როგორ ლაპარაკობ ადამიანის უფლებებზე. შენ მკვლელო შენ. მთელი ჩვენი სოფელი ჩახოცე... რა სახე, რა ხელებს მიშლი, უზრდელი ეს. რას გავდით საერთოდ, თუ გქონდათ ან სოფელი ან ქალაქი. ვაზაგაშვილის, გირგვლიანის სულს, რას პასუხობთ, არაკაცებო თქვენ. მკვლელებო თქვენ. მე ჩემს სამსახურებრივ მოვალეობას 10-იანზე ვასრულებ და მაქვს, ჩემი აზრი. ცისფერები, ლეზბიანკები, პიდარასტები ყავენ იქ და „ნაციონალები“. რა გაცინებთ, სამარცხვინოები ხართ... ვინ არის იქ ნორმალური, სამარცხვინოები ხართ. ვენაცვალე გახარიას. ჩემი შვილი იქ ვერ გაბედავდა გასვლას. რუსეთი კარგი რომაა ის რომ ვთქვი, მაგიტომ ვარ.... თურქეთთან ნაკლები ურთიერთობა გვქონდა? ისტორიას გადახედე“... - მიმართა კიკეჩაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)