07:09 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-01 14:50:31, 1284 ნახვა

საზოგადოება
დიმიტრი პესკოვი: ნინო ქათამაძე ეტყობა პოლიტიკაში ვერ ერკვევა

კრემლი მომრერალ ნინო ქათამაძის განცხადებას გამოეხმაურა, - ამის შესახებ ინფორმაციას Ria.ru ავრცელებს. 

შესაბამისი განცხადება რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა გააკეთა. პესკოვი მიიჩნევს, რომ ქათამაზე პოლიტიკაში ვერ ერკვევა.

"რუსეთში ძალიან უყვართ ქართველები და მათ დიდ პატივს სცემენ. მაგრამ ჩვენ ექსტრემისტების ქმედებებს, რომლებიც განსაკუთრებით ჩვენი დეპუტატების წინააღმდეგ არის მიმართული  მშვიდად ვერ მივიღებთ. ქართველები ძალიან ნიჭიერები არიან. ქართული კულტურის წარმომადგენლებს ძალიან ვაფასებთ და ასეც იქნება. ნინო ქათამაძე ძალიან ნიჭიერია, მაგრამ, ეტყობა ბევრი რამ არ იცის პოლიტიკის საკითხებში. თუ მას ექნება კითხვები, ჩვენ ყოველთვის მზად ვიქნებით მას ავუხსნათ“, - განაცხადა პესკოვმა.

ცნობისთვის, ნინო ქათამაზე რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციების ტალღას გუშინ შეუერთდა. მან ადგილზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა და რუსეთში გამართული კონცერტისთვის ბოდიში მოიხადა. სიტყვით გამოსვლისას მომღერალმა განაცხადა, რომ რუსეთი ოკუპანტია და ეს ბოლო კონცერტი იყო, რომელიც მან ჩაატარა. მისივე თქმით, შს მინისტრი გიორგი გახარია უნდა გადადგეს. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics