07:09 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-01 12:30:21, 1349 ნახვა

საზოგადოება
„სროლის შემდეგ, ჩემს თვალში არაფერი არ დარჩა, ყველაფერი იქცა ნაფლეთებად“ - მაკო გომურს ხელოვნურ თვალს ჩაუსვამენ

20-21 ივნისს, რუსთაველის გამზირზე აქციისას დაშავებული მაკო გომურის ინფორმაციით, სამშაბათს, გერმანიაში კიდევ ერთი ოპერაცია ჩაუტარდება.

როგორც გომური Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, ერთ თვალში მას მხედველობა მთლიანად დაკარგული აქვს.

"სამკურნალოდ აქ წამოსვლა არ ნიშნავს იმას, რომ თვალახელილი ჩამოვალ ან კიდევ უფრო სისულელე, თვალს გადავინერგავ. სროლის შემდეგ ჩემს თვალში არაფერი დარჩა, ყველაფერი იქცა ნაფლეთებად! გუგა, ბადურა, სკლერა, პიგმენტი - არაფერი არაა დარჩენილი, გარდა კუნთებისა, რომლებმაც თუ იმუშავა, ჩავისვამ ხელოვნურ თვალს, რომელსაც იგივე ფენოტიპი ექნება, რაც მეორე თვალს და იმ კუნთების დახმარებით შევძლებ ვამოძრავო. გადარჩა ასევე ქვედა ქუთუთო და ასევე "ააწყვეს" ზედა ქუთუთოც, რომლის უჯრედები ან განაგრძობენ მუშაობას ან არა.

გეფიცებით, თქვენზე მეტად მე მინდოდა მხედველობა არ დამეკარგა, მაგრამ დავკარგე. ნუ დამტირით ხალხო. საფეთქელს 2 სანტიმეტრითაა აცდენილი ტყვია, შეიძლება ყველაფერი სხვანაირად წასულიყო, მაგრამ გადავრჩი (თუ ამას გადარჩენა ჰქვია) და დავკარგე მხოლოდ თვალი. ვაზროვნებ, დავდივარ, ვლაპარაკობ - ხომ საკმარისია არა ბევრი რამისთვის?

სამშაბათს მაქვს კიდევ ერთი ოპერაცია აქ, უნდა ჩასვან გამყოფი ლინზა, რომ ზედა ქუთუთო არ შეახორცდეს შიდა ნაწილს (საქართველოში ეს ისედაც გაკეთდებოდა). უბრალოდ, აქ გავდივარ კონსულტაციებს, სწორად მიდის თუ არა მკურნალობა. 4 კვირიდან 6 კვირა (ან შეიძლება მეტიც) სჭირდება თვალს, რომ აღდგეს, დაიბრუნოს ფორმა, შეხორცდეს ჭრილობები, შემდეგ ვიფიქრებთ ხელოვნურ თვალზე, მაგრამ თვალის გადანერგვა ჩემი ნახევართვალისთვის ამ ეტაპზე არის შეუძლებელი! ერთ თვალში მხედველობა არის დაკარგული და არ აღდგება!

კი ბატონო, სახელმწიფო მაფინანსებს. ზოგადად, სამსახურში რამეს რომ ვაფუჭებდი, მე ვცდილობდი იმის გამოსწორებას, რადგან ჩემი მოვალეობა იყო და მადლობასაც არავისგან ველოდი. ეს ისე!“ - წერს მაკო გომური.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics