07:09 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-01 12:26:40, 914 ნახვა

საზოგადოება
სოციალური მომსახურების სააგენტო ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალს გამართავს

სოციალური მომსახურების სააგენტო 5 ივლისს, საგამოფენო ცენტრ „ექსპოჯორჯიაში, ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით  ფესტივალს გამართავს.

ფესტივალის მონაწილეებს 60-მდე კომპანია 1000-ზე მეტ ვაკანსიას  შესთავაზებს. სამუშაო ადგილები სადაზღვეო, საბანკო, სამომხმარებლო-სავაჭრო, სააფთიაქო,  ენერგეტიკისა და რკინიგზის   სფეროებიდან იქნება წარმოდგენილი.  ახალგაზრდებს სტაჟირებისა და სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობაც ექნებათ.

დასაქმების ფესტივალში მონაწილეობა, 18-დან 36 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს, როგორც უმაღლესი, ისე პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შეუძლიათ.

ფესტივალის მიმდინარეობისას, სამუშაოს მაძიებლები და დამსაქმებლები, ერთ სივრცეში, სწრაფად და მარტივად დაუკავშირდებიან ერთმანეთს. ფესტივალის მიზანია  ახალგაზრდებს კომპანიის წარმომადგენლებთან კომუნიკაციაში დაეხმაროს და ხელი შეუწყოს მათ სტაჟირების გავლასა და შემდგომ დასაქმებაში.

სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები ფესტივალის მონაწილეებს  დასაქმების ხელშემწყობ სახელმწიფო  პროგრამებსა  და სერვისებსაც გააცნობენ.

ერთდღიანი ფესტივალი საგამოფენო ცენტრ „ექსპოჯორჯიას“  მე-3 პავილიონში,  12:00 საათზე დაიწყება და სამი საათის განმავლობაში გაგრძელდება.

შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა Worknet.gov.ge-ზე  რეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებელ ახალგაზრდებს ფესტივალის შესახებ ინფორმაცია წინასწარ გაეგზავნებათ.

ახალგაზრდებმა ფესტივალზე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა იქონიონ (ასევე სასურველია რეზიუმეს  ქონა).     

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics