07:09 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-30 15:19:07, 1296 ნახვა

საზოგადოება
ილია მეორე - ადამიანები თხოულობენ ახალ პირობებს და ეს პირობები არც ისე ადვილია მოიპოვო

ჩვენ ვცხოვრობთ მეტად რთულ დროში, როცა ადამიანები არ არიან კმაყოფილი არსებული მდგომარეობით, თხოულობენ ახალ პირობებს და ეს პირობები არც ისე ადვილია მოიპოვო, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ სიმშვიდე და მშვიდობა აუცილებელია ყოველი ადამიანისთვის და აუცილებელია ქვეყნისათვის, – ამის შესახებ კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

"ჩვენ ვცხოვრობთ მეტად რთულ დროს, როცა ადამიანები არ არიან კმაყოფილი არსებული მდგომარეობით, თხოულობენ ახალ პირობებს და ეს პირობები არც ისე ადვილია მოიპოვო, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ სიმშვიდე და მშვიდობა აუცილებელია ყოველი ადამიანისთვის და აუცილებელია ქვეყნისათვის.

აი, ეს სიმშვიდე მოგცეთ ღმერთმა თქვენ და მთელს საქართველოს. ბერის ცხოვრება ძალიან რთულია, ბერი არის ის ადამიანი, რომელიც არასოდეს არ არის კმაყოფილი თავისი მდგომარეობით და თავით. ბერი ის ადამიანია, რომელიც ცდილობს, დადგეს აღმავლობის კიბეზე. ბერი ის ადამიანია, რომელიც არ არის კმაყოფილი გუშინდელი დღით და დღეს უნდა, რომ იყოს უფრო უკეთესი, ვიდრე გუშინ იყო. ბერების ლოცვამ გადაარჩინა ქვეყანა და ეკლესია. გილოცავთ მთაწმინდელების დღესასწაულს. შეგვეწიოს იმათი ლოცვა ჩვენ და მთელს მსოფლიოს“, – განაცხადა ილია მეორემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics