|
2019-06-30 12:03:39, 1711 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა: ტურიზმი საქართველოში დიდი გამოწვევების წინაშე დადგა
„როდესაც ვსაუბრობთ ისეთ მაჩვენებლებზე, როგორიცაა ლარის კურსი, ეკონომიკის ზრდა, ტურიზმის განვითარების პერსპექტივები და ა.შ., უნდა გავითვალისწინოთ მოლოდინების ფაქტორიც,"- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში. მისი თქმით, ეკონომიკა არის ანარეკლი იმ პროცესებისა, რაც ხდება პოლიტიკაში. „ამიტომ რაც უფრო პასუხისმგებლიანად მივუდგებით ყველანი ეკონომიკას, რაც უფრო მალე გადავერთვებით პოზიტიური შენების დღის წესრიგზე და რაც უფრო მალე მოხდება სტაბილიზაცია და დაიმკვიდრებს სიმშვიდე, მით უფრო მარტივად გავუმკლავდებით ამ გამოწვევებს," - განაცხადა ნათია თურნავამ. მინისტრის თქმით, რუსეთის მხრიდან პირდაპირი ავიაფრენების შეჩერებით გამოწვეული ზარალის სრულად ნეიტრალიზება შეუძლებელია. თუმცა, მისი თქმით, რა დოზით მატერიალიზდება ეს გამოწვევა, რა დოზით მოხდება ამ ნეგატიური მოლოდინების რეალიზაცია, ეს დამოკიდებულია ისევ ჩვენზე. „ვმუშაობთ 2 ძირითადი მიმართულებით: ერთი მიმართულებაა, კიდევ ერთხელ გავაჟღეროთ, რომ საქართველო არის უსაფრთხო ტურისტული ქვეყანა და ამისთვის ვიყენებთ ბევრ საშუალებას, მათ შორის დიპლომატიურ არხებს და მეორეც - რატომ ვხვდები ბიზნესს და რატომ პირველივე დღეს არ გამოვედით წინასწარ ჩამოყალიბებული გეგმით? მე მინდოდა ბიზნესიდან მიმეღო იმპულსები, შესაბამისად, დავინახე, რომ მოთხოვნა სხვა ბაზრების განვითარებასთან ერთად, ისიცაა, რომ შევინარჩუნოთ რუსი ტურისტებიც. ეს არის ბიზნესის მოთხოვნა. ეს არის საკმაოდ ყურადსაღები ტენდენცია და ჩვენ ვალდებული ვართ, ვიმუშაოთ ამ მიმართულებითაც," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)