|
2019-06-29 19:05:05, 2187 ნახვა
კომენტარი
დიმიტრი ხუნდაძე - შსს-ს 2 თანამშრომელი თურქეთში არა დასასვენებლად, არამედ სამკურნალოდ გაემგზავრა
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე აქციის დაშლისას დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. როგორც ხუნდაძის განცხადებაშია აღნიშნული, ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებებში 6 ადამიანი განაგრძნობს მკურნალობს. „სამწუხაროდ, საპროტესტო აქცია მოქალაქეების ჯანმრთელობის ზიანის გარეშე არ დასრულდა. დაზიანდნენ როგორც რიგითი მოქალაქეები, ისე სამართალდამცავები და ჟურნალისტები. ჩვენი ხელისუფლების უმთავრეს პრიორიტეტს ყოველთვის წარმოადგენდა მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და სწორედ ამიტომ, ჩვენთვის მთავარი საზრუნავია, დავიცვათ თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობა. სამწუხაროდ, ბევრი არაზუსტი ინფორმაცია გავრცელთა ადამიანების ჯანმრთელობასა და მათ მკურნალობასთან დაკავშირებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების ზუსტი და ობიექტური ინფორმაციით უზრუნველყოფა მოვახდინოთ. დღეის მდგომარეობით, სამედიცინო დაწესებულებებში რჩება 6 პაციენტი, მათ შორის 3 განაგრძობს მკურნალობას „რეგიონალურ ჰოსპიტალში“. ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა, საგრძნობლად გაუმჯობესდა, გადაყვანილია პალატაში და რამდენიმე დღეში გაეწერება კლინიკიდან. რაც შეეხება 2 პაციენტს, რომლებიც გადმოყვანილი არიან ალადაშვილის კლინიკიდან, ერთ-ერთ პაციენტს ჩაუტარდა განმეორებითი ნეიროქირურგიული ოპერაცია და მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, მოიხსნა მართვითი სუნთქვის აპარატიდან, კონტაქტურია და შემდგომი რეაბილიტაციისთვის იგეგმება მისი უახლოეს პერიოდში საზღვარგარეთ მკურნალობა. რაც შეეხება მესამე პაციენტს, მიუხედავად იმისა, რომ რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, მისი მდგომარეობა დინამიკაში დადებითია. პაციენტები პირველივე დღიდან აღნიშნავდნენ, თუ როგორ თავდაუზოგავად უწევდნენ შესაბამის დახმარებას ჩვენი მედიკოსები, რისთვისაც მათ მინდა მადლობა გადავუხადო. აღსანიშნავია, რომ აქციის დაშლისას დაშავებული ყველა მოქალაქის და პოლიციელის მკურნალობას და საჭირო მედიკამენტებს სრულად უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო, მათ შორის საზღვარგარეთ მკურნალობას და მის ხარჯებს ფონდი “ქართუ” სრულად აანაზღაურებს“, - აცხადებს ხუნდაძე. მისივე თქმით, გავრცელდა დეზინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს 2 თანამშრომელი ანტალიაში დასასვენებლად გაემგზავრა, რაც ასევე სიცრუეა. „დაშავებულ სამართალდამცველს აქვს დაზიანებული შუბლის ძვალი და აღენიშნება ქალაშიდა ჰემატომა, რის გამოც ორშაბათს მას თურქეთში, კერძოდ სტამბოლში ჩაუტარდება რიგით მე-3 ოპერაცია. ხოლო, მეორე სამართალდამცველს აქვს თვალის გუგის ტრავმული დაზიანება, იყო თვალის დაკარგვის რისკი და მისი მდგომარეობის შესაძლო გაუარესების გამო, გადაყვანილია თურქეთის რესპუბლიკაში, „აჯიბადემის“ ჰოსპიტალში. აქვე გვსურს ხაზი გავუსვათ, იმას, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება არ ყოფს მოქალაქეებს მომიტინგეებად, პოლიციელებად და პოლიტიკოსებად. შესაბამისად, ჩვენთვის აბსოლუტურად ყველა ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა მნიშვნელოვანია, რისთვისაც ძალისმხევას არ დავიშურებთ“, - ნათქვამია დიმიტრი ხუნდაძის განცხადებაში.
(NS)
კობახიძე ისევ რევოლუციის მცდელობებზე საუბრობს და ევროპულ ლიდერებს ადანაშაულებს
კობახიძე ვოლოდიმერ ზელენსკისთან შეხვედრაზე - ეს იყო დახურული ფორმატის შეხვედრა, თუმცა მეგობრული
ზუგდიდში დევნილთათვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ელექტრონული კომერციისა და მიწოდების სტრატეგიებზე ვორკშოპი გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)