|
2019-06-28 19:11:47, 2120 ნახვა
კომენტარი
თურნავა: ყოველთვის, როდესაც ადგილი ექნება მეწარმეთა დაზარალების მცდელობას, ვიქნებით მათი ინტერესების სადარაჯოზე
საქართველოს მთავრობამ „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიებების შესახებ" კანონპროექტი განიხილა და მხარი დაუჭირა. აღნიშნული საკითხის კომენტირებისას, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ კანონპროექტის მიზანია დემპინგური იმპორტისგან ადგილობრივი ინდუსტრიის დაცვა, რაც აფერხებს ადგილობრივი წარმოების განვითარებას და ამცირებს დასაქმებულთა რაოდენობას. დემპინგი საერთაშორისო ვაჭრობაში გავრცელებული ფასდადების პრაქტიკაა, როდესაც ერთი ქვეყნის კომპანიას პროდუქტი მეორე ქვეყანაში ექსპორტზე გააქვს თვითღირებულებაზე ნაკლებ ან საკუთარ ქვეყანაში გასაყიდად დადგენილზე ნაკლებ ფასად. „ანტიდემპინგური კანონმდებლობის მიღება არ ნიშნავს იმას, რომ რეგულაციები გამოყენებული იქნება, როგორც ვაჭრობის შემზღუდავი მექანიზმი," - განაცხადა ნათია თურნავამ. მისი თქმით, კანონპროექტი მომზადდა საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად. „მაგრამ ყოველთვის, როდესაც ადგილი ექნება ადგილობრივ მეწარმეთა დაზარალების მცდელობას, ჩვენ ვიქნებით მათი ინტერესების და შესაბამისად, ადგილობრივი მუშახელის სადარაჯოზე," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. კანონპროექტის მიზანია ადგილობრივი ინდუსტრიის დაცვა ანტიდემპინგური იმპორტისგან. დემპინგი საერთაშორისო ვაჭრობაში გავრცელებული ფასდადების პრაქტიკაა, როდესაც ერთი ქვეყნის კომპანიას პროდუქტი მეორე ქვეყანაში ექსპორტზე გააქვს თვითღირებულებაზე ნაკლებ ან საკუთარ ქვეყანაში გასაყიდად დადგენილზე ნაკლებ ფასად. პროექტის თანახმად, ანტიდემპინგური რეგულაცია 2020 წლიდან უნდა ამოქმედდეს.
(NS)
ზელენსკი კობახიძესთან შეხვედრაზე - ჩვენს ქვეყნებს შორის გადაუჭრელი საკითხები მართლაც არსებობს
კობახიძე ისევ რევოლუციის მცდელობებზე საუბრობს და ევროპულ ლიდერებს ადანაშაულებს
კობახიძე ვოლოდიმერ ზელენსკისთან შეხვედრაზე - ეს იყო დახურული ფორმატის შეხვედრა, თუმცა მეგობრული
ზუგდიდში დევნილთათვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)