|
2019-06-28 19:07:39, 1932 ნახვა
კომენტარი
თურნავა: ცალსახაა, როდესაც ანტიდემოპინგისგან ვიცავთ ადგილობრივ მეწარმეს, ჩვენ ამით ვიცავთ ადგილობრივ დასაქმებას
„ცალსახაა, როდესაც ვიცავთ ადგილობრივ მეწარმეს, ჩვენ ამით ვიცავთ ადგილობრივ დასაქმებასაც. ადგილობრივი წარმოება ჩვენი ადგილობრივი დასაქმების ძირითადი წყაროა. ახალი დანიშნული ვიყავი მინისტრის თანამდებობაზე, როდესაც ვეწვიე რუსთავის მეტალურგიულ საწარმოებს, სადაც 3,000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული და აბა მათ ჰკითხეთ, ვის ვიცავთ, როდესაც დემპინგისგან დავიცავთ ადგილობრივ ბაზარს. იგივე ეხება ცემენტის წარმოებას, შაქრის წარმოებას და მრავალ ადგილობრივ მეწარმეს, რომელიც არის ჩვენი მოსახლეობის დასაქმების მთავარი წყარო," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიებების შესახებ" კანონპროექტზე საუბრისას. აღნიშნული პროექტი დღეს საქართველოს მთავრობამ განიხილა და მას მხარი დაუჭირა. აღსანიშნავია, რომ დღემდე საქართველოს არ აქვს საგარეო ვაჭრობაში ანტიდემპინგური საკანონმდებლო ბაზა, რომლის არქონის პირობებშიც შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს უცხო ქვეყნებიდან პროდუქციის დემპინგური ფასებით იმპორტს, რის შესახებაც არაერთხელ მოუმართავთ ადგილობრივ კომპანიებს. თუმცა, ასეთის არსებობის პირობებშიც, აღკვეთის ღონისძიებებს, აღნიშნული საერთაშორისო ვალდებულების შესაბამისად ვერ მივმართავთ. რიგ შემთხვევებში დემპინგური იმპორტი აფერხებს ადგილობრივი წარმოების განვითარებას და ამცირებს დასაქმებულთა რაოდენობას.
(NS)
კობახიძე ისევ რევოლუციის მცდელობებზე საუბრობს და ევროპულ ლიდერებს ადანაშაულებს
კობახიძე ვოლოდიმერ ზელენსკისთან შეხვედრაზე - ეს იყო დახურული ფორმატის შეხვედრა, თუმცა მეგობრული
ზუგდიდში დევნილთათვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ელექტრონული კომერციისა და მიწოდების სტრატეგიებზე ვორკშოპი გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)