|
2015-07-03 14:28:38, 442 ნახვა
პოლიტიკა
აბაშიძის ინფორმაციით, პრაღის ფორმატში შეთანხმდნენ, რომ ჩარტერტული რეისებიდან რეგულარულ რეისებზე გადავიდოდნენ
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, პრაღის ფორმატში შეთანხმდნენ, რომ მოსკოვი-თბილისის მიმართულებით, ჩარტერული რეისებიდან რეგულარულ რეისებზე გადავიდოდნენ. ამის შესახებ აბაშიძემ ჟურნალისტებს მოსკოვი-თბილისის მიმართულებით რეისების რაოდენობის გაზრდის საკითხზე განუცხადა. მისივე თქმით, ამ შეთანხმების შემდეგ რეგულარული რეისების რაოდენობასა და სხვა დეტალებზე ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის მოლაპარაკებები მიმდინაროებდა. „ამ ჩვენს ფორმატში შევთანხმდით იმაზე, რომ ჩარტერული რეისებიდან, მოგეხსენებათ თითო-თითო კომპანია იყო 2008 წლის შემდეგ, გადავიდეთ რეგულარული რეისების რაოდენობაზე. სხვა დეტალებზე მიმდინარეობდა შესაბამის უწყებებს შორის მუშაობა და ისინი შეთანხმდნენ უკვე რეისების რაოდენობაზე, ავიაკომპანიების რაოდენობაზე, მარშრუტებზე, მიმართულებაზე და ასე შემდეგ. ანუ, ამ ფორმატში მოიხსნა გარკვეული შეზღუდვები, თუნდაც პოლიტიკური ხასიათის“, - განაცხადა აბაშიძემ. ცნობისთვის, მიმდინარე წლის იანვარი-ივნისის პერიოდში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თბილისი - მოსკოვის საჰაერო ხაზზე მგზავრთა გადაყვანა 66 პროცენტით გაიზარდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წლის საანგარიშო პერიოდში ორივე ქვეყნის მიერ დანიშნული ავიაკომპანიის მიერ გადაყვანილია – ჯამში 111,864 მგზავრი, რაც 66 პროცენტით მეტია 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (67,422 მგზავრი). როგორც სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული მიმართულებით მგზავრთნაკადის კიდევ უფრო მატება მოსალოდნელია ზაფხულის სეზონის განმავლობაში.
ნატო უარყოფს ესპანეთის წევრობის შეჩერებას აშშ-ის მუქარის შემდეგ
რუსმა მდიდარმა პირებმა ახალ ზელანდიაში ბუნკერების ყიდვა დაიწყეს
აშშ ფედერალურ დონეზე აღადგენს სიკვდილით დასჯის მეთოდს დახვრეტის გზით
აშშ-მ თეირანთან მოლაპარაკებების დაწყებამდე ირანის ჩრდილოვან ტანკერებსა და ჩინურ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას სანქციები დაუწესა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)