23:23 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-28 15:55:39, 2259 ნახვა

ეკონომიკა
ეკატერინე მიქაბაძე: საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენტუნარიანობა იზრდება

ევროკავშირის პროექტის  EU4 Business - ის ფარგლებში, ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის საკითხზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების დელეგაციათა მონაწილეობით გენერალური ასამბლეის სხდომა გაიმართა, რომელშიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე მონაწილეობს.

სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტრატეგიასა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის განხორციელებაზე. მისი თქმით, აღნიშნული გეგმის წარმატებით მიმდინარეობა პოზიტიურად აისახა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე, გაზარდა მისი კონკურენტუნარიანობა, რაც, საბოლოო ჯამში, ხელს უწყობს საქართველოში ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას.

ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, საერთაშორისო ბაზარზე საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად ქვეყნის მთავრობა აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით. მან განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ევროკავშირის მხრიდან გაწეულ მნიშვნელოვან მხარდაჭერას, რომელიც აისახება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სხვადასხვა აქტივობებსა და ღონისძიებებში.

„საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს მცირე და საშუალო საწარმოების კონკურენტუნარიანობის ამაღლებაზე  ევროკავშირთან არსებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) კონტექსტში და DCFTA-ს ფარგლებში მონიჭებული უპირატესობების სრული გამოყენების თვალსაზრისით," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

EU4 Business მხარს უჭერს მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას მეწარმეობის ხელშეწყობის და კერძო სექტორის განვითარების მიმართულები. საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობა აღნიშნული კუთხით მოიცავს მრავალ მიმართულებას: მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, ახალი ბაზრებზე წვდომას, ასევე ქალი მეწარმეების ხელშეწყობას და აშშ.  აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში ბიზნესს აქვს შესაძლებლობა მიიღოს ფინანსური და ტექნიკური დახმარება ევროკავშირის სტანდარტებისადმი ადაპტირებაში.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics