|
2019-06-28 15:02:05, 2936 ნახვა
მსოფლიო
გავრილოვი შემოდგომაზე საქართველოში მომლოცველად მოგზაურობას გეგმავს
რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი, რომლის თბილისში ვიზიტმაც საპროტესტო ტალღა გამოიწვია, საქართველოში ჩამოსვლას ისევ აპირებს, - ამის შესახებ Interfax იუწყება. გავრილოვი ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, რომ მზად არის თბილისში “თუნდაც ხვალვე“ ისევ ჩამოვიდეს. “ძალიან მინდა, ის მაქვს პირადი გეგმები. შვილებთან ერთად, შემოდგომაზე პილიგრიმობას ვაპირებდით, როგორც კი სიცხეები გადაივლიდა. მინდა, რომ ჩემმა შვილებმა იცოდნენ ამ ქვეყნის შესახებ რადგან, ისეთი ადგილი, როგორც საქართველოა, სხვა ჩვენ არ გვაქვს“, - აღნიშნა გავრილოვმა. ამასთან, მისივე თქმით, თბილისში ჩამოსვლაზე მან რუსეთის პატრიარქ კირილისგან კურთხევა მიიღო. "კურთხევა მივიღე და რჩევა ვკითხე ჩვენს პატრიარქს. დამლოცა და მითხრა, რომ სიკეთით უნდა გავაუმჯობესოთ ვითარება", - დასძინა, რუსმა დეპუტატმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)