|
2019-06-27 22:28:31, 2195 ნახვა
ეკონომიკა
ეკატერინე მიქაბაძე EU4 Environment პროგრამის რეგიონალური ასამბლეის შეხვედრაში მონაწილეობს
ბელგიის სამეფოს დედაქალაქ ბრიუსელში EU4 Environment (ევროკავშირი გარემოსთვის) პროგრამის რეგიონალური ასამბლეის პირველი შეხვედრა მიმდინარეობს, რომლის მუშაობაშიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე მონაწილეობს. შეხვედრაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების დელეგაციები და პროგრამის განმახორციელებელი პარტნიორი ორგანიზაციების (UNIDO, UN ENVIRONMENT, World Bank, UNECE, OECD) წარმომადგენლები განიხილავენ პროგრამის მიმართულებებს, მის მიზნებს და მოსალოდნელ შედეგებს. სამუშაო შეხვედრაზე გამოსვლისას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ ყურადღება გაამახვილა EU4 Environment - ის პროგრამის მნიშვნელობაზე და განაცხადა, რომ პროგრამა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს კარგ შესაძლებლობას აძლევს მწვანე ზრდის, მდგრადი ეკონომიკური განვითარებისათვის გარემოს და ბუნებრივი კაპიტალის შენარჩუნების, მოსახლეობის ეკოლოგიური კეთილდღეობის ზრდის და განვითარების კუთხით ახალი პოტენციალის წარმოქმნის მიმართულებით. მინისტრის მოადგილემ დადებითად შეაფასა ტექნიკური დახმარება, რომელსაც საქართველოში საჯარო და კერძო სექტორი მიიღებს გარემოდაცვით მმართველობის გაძლიერების მიმართულებით. ამასთან, მან ხაზი გაუსვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას EU4 Environment - ის პროგრამის ფარგლებში, რაც ინიციატივის ქვეყნების წინაშე ახალი შესაძლებლობებს შექმნის. სამუშაო შეხვედრაზე დაგეგმილია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პოზიციების განხილვა EU4 Environment - ის პროგრამის მიმდინარეობის შესახებ. აღნიშნული ეტაპის დასრულების შემდეგ, თითოეული ქვეყანა მოამზადებს სამუშაო გეგმას, სადაც კონკრეტული მიზნები და აქტივობები იქნება განხილული.
(NS)
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)