23:55 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-27 20:59:21, 1550 ნახვა

კომენტარი
გახარია - პოლიციის დელეგიტიმაციას და სახელმწიფო ინსტიტუტების რბევას არ დავუშვებ!

„როდესაც ვიღაც ცდილობს, მოახდინოს პოლიციის დელეგიტიმაცია, რაც ნიშნავს სამართლებრივი სახელმწიფო ინსტიტუტების რბევას, რა თქმა უნდა, მე ამას არ დავუშვებ“, - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის შეკითხვას 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მისი პასუხისმგებლობის თაობაზე.

როგორც გახარიამ განმარტა, თუ დადგინდება, რომ აქციის დაშლისას სისტემურ დარღვევებს ჰქონდა ადგილი, პასუხიმსგებლობას აიღებს.

„ჩემი პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის ის, რომ ამ უწყებამ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პოლიციამ, ღირსეულად გაუძლოს იმ გამოცდას, რომელიც ჩვენ მოგვიწია შეგვესრულებინა იმ ღამეს. იმ შედეგს, რაც ჩვენ მივიღეთ, იმ პრობლემებით რაც არის, თვალი უნდა გავუსწოროთ და ვუპასუხოთ, ესეც ჩემი პასუხისმგებლობაა. მაშინ როდესაც ვამბობ, რომ თავიდან ბოლომდე ამ ღონისძიებაზე პასუხს ვაგებ მე, რა თქმა უნდა მე ვიქნები აქ, სანამ უსაფრთხოდ და ლეგიტიმური სამართლებრივი პროცედურების დასრულებამდე არ დავინახავ, რომ თითოეული პოლიციელი, რომელიც ამ ღონისძიებაში იყო ჩართული, არ იქნება უსამართლო ზემოქმედების მსხვერპლი. ისევე როგორც ამ გამოძიების შედეგად აგერ ვარ და ამ პოლიტიკურ პასუხისმგებლობასაც ვაგებ. ის, რაც მოხდა, იქ თუ სისტემური პრობლემა სამართლებრივ პროცედურებში არ არსებობდა, ამასაც თავისი პოლიტიკიური შედეგები უნდა მოჰყვეს. თუ დადგინდება, რომ იქ იყო სისტემური დარღვევები, რა თქმა უნდა ეს ჩემი პასუხისმგებლობაა. თუმცა არის პოლიტიკური კომპონენტი და როდესაც ვიღაც ცდილობს, მოახდინოს პოლიციის დელეგიტიმაცია, რაც ნიშნავს სამართლებრივი სახელმწიფო ინსტიტუტების რბევას, რა თქმა უნდა, მე ამას არ დავუშვებ“, - განაცხადა გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics