20:59 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-27 19:21:42, 1209 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი - ვფიქრობ, რომ დღეს საზოგადოებას ჩემს წლიურ ანგარიშზე მეტად, ბოლო დროის მოვლენები აინტერესებს

ვფიქრობ, რომ დღეს საზოგადოებას ჩემს წლიურ ანგარიშზე მეტად, ბოლო დროის მოვლენები აინტერესებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრემიერმა განმარტა თუ რატომ გადაიდო დღეს მისი წლიური სამთავრობო მოხსენების წარდგენა და აღნიშნა, რომ მზად არის ნებისმიერ დროს მივიდეს პარლამენტში.

„ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ დღეს საუბარი იმაზე, თუ როგორ ხორციელდება საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტები, სხვადასხვა რეფორმები, რასაც ჩვენ ვახორციელებთ ჯანდაცვის სექტორში, სოფლის მეურნეობაში თუ სხვა მიმართულებით, ეს არ შეესაბამება იმ საზოგადოებრივ ინტერესს, რაც დღეს არის ჩვენთან. აქედან გამომდინარე, მე მივიღე გადაწყვეტილება ჩვენ კოლეგებთან ერთად, მე მზად ვარ ნებისმიერ დროს საქართველოს პარლამენტთან კონსულტაციის შედეგად, მივიდე ჩემს კაბინეტის წევრებთან ერთად და წარვადგინო ჩვენი წლიური ანგარიში. ნებისმიერ დროს, მათ შორის, რიგგარეშე სესიაზე.

დღეს, რაც აინტერესებს ჩვენ საზოგადოებას არის ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, მივაწოდოთ მათ ინფორმაცია, რომ თითოეულ საქართველოს მოქალაქეს, რეალური სურათი, თუ რასთან გვაქვს საქმე“, - აღნიშნა პრემიერმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics