20:18 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-27 13:09:23, 1410 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - არ გვისაუბრია იმ დეპუტატების გარიცხვაზე, რომლებმაც მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი არ დაუჭირეს

გარიცხვაზე და მსგავს საკითხებზე არ გვისაუბრია, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გუნდში, იმ დეპუტატების გარიცხვის საკითხი არ დგას, რომლებმაც ენმ-ს წევრ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი არ დაუჭირეს.

„დღეს, რომ ხელისუფლებაში იყოს „ნაციონალური მოძრაობა“,  დღესვე იქნებოდნენ გარიცხული. თუმცა ჩვენ ასეთი მიდგომა არ გვაქვს. ყველა ადამიანი, მითუმეტეს დეპუტატი ამ შემთხვევაში სარგებლობს თავისუფალი მანდატით არის თავის გადაწყვეტილებაში თავისუფალი. ეს წარმოუდგენელია  რიგი პოლიტიკური ძალებისათვის, თუმცა ჩვენ ასეთი მიდგომა არ გვაქვს და გარიცხვაზე და მსგავს საკითხებზე  ნამდვილად არ გვისაუბრია“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics