|
2019-06-27 11:40:43, 1160 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში, ე.წ. არაშენდას კორპუსის მიმდებარედ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება სრულდება
ნაძალადევის რაიონში, ზღვის უბნის (თემქა) XI მიკრორაიონის პირველ კვარტალში, ე.წ. არაშენდას კორპუსის მიმდებარედ გზის რეაბილიტაცია სრულდება. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ბორდიური და ასფალტის საფარი 5 500 კვ.მ ფართობზე დაიგო. ბოლო ეტაპის საგზაო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო. „ე.წ. არაშენდას კორპუსის მიმდებარედ მოვაწესრიგეთ საგზაო ინფრასტრუქტურა. ამ ტერიტორიაზე აქამდე ასაფალტის საფარი არ დაგებულა, მთლიანად გრუნტიანი გზა იყო. კორპუსში 367 ოჯახი ცხოვრობს, რომლებიც უკვე კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ. სხვადასხვა პერიოდში შენობის შიგნითაც განვახორციელეთ ინფრასტრუქტურული სამუშაოები და ასევე, სამომავლოდ, საბავშვო გასართობი სივრცის მოწყობასაც ვგეგმავთ“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ. პროექტის ღირებულება 200 000 ლარია. საგზაო სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაკვეთით ხორციელდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)