10:16 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-27 11:06:11, 2140 ნახვა

რეგიონი
ტალინიდან ბათუმში პირველი ჩარტერი ჩამოვიდა

დღეს, ტალინიდან ბათუმის მიმართულებით პირველი ჩარტერული რეისი შესრულდა. ესტონეთის დედაქალაქიდან ჩამოფრენილ პირველ მგზავრებს ბათუმის აეროპორტში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძე დახვდა. მგზავრებისთვის აეროპორტში ფოლკლორ შოუ და ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა.

ჩარტერული რეისით ბათუმს 180 ტურისტი ესტუმრა, რომელთა 90%-იც რეგიონში ერთი კვირით გეგმავს დარჩენას და მოგზაურობას. ავიაკომპანია Smartlynx Airlines-ის ჩარტერები ბათუმში ტალინიდან კვირაში ერთხელ, Airbus A320 საჰაერო ხომალდით შესრულდება.

„ესტონეთი აჭარისთვის  ახალი ტურისტული ბაზარია, სადაც რეგიონის რეკლამირებას ბოლო წლებია აქტიურად ვანხორციელებთ. ამ წუთებშიც, ტალინის ქუჩებში რეგიონის საიმიჯო ფოტოებით დაბრენდილი ტრამვაი იქცევს ესტონელების ყურადღებას. მზარდია აჭარაში ესტონელი მოგზაურების რაოდენობაც, რაც რეგიონის ადმინისტრაციული საზღვრის კვეთის 5 თვის მონაცემებზე დაყრდნობით 59%-იან მატებას ითვალისწინებს. ჩვენი სტრატეგიაც, რომლის მიხედვითაც ბოლო წლებია აჭარის პოპულარიზაციას  16 სამიზნე ქვეყანაში ვეწევით სწორედ ბაზრების დივერსიფიკაციასა და მეტი ევროპელი ტურისტის რეგიონში მოზიდვას ემსახურება. შედეგად სახეზეა ჩარტერები ევროპული ქვეყნებიდან. ჯერ გვაქვს ტალინი და მალე დაგვემატება ფრენები ვილნიუსიდანაც,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ ჟურნალისტებთანს საუბრისას. 

ტალინიდან ბათუმის მიმართულებით ჩარტერული ფრენები ტურისტული კომპანია „აჭარა ტური“-სა და  Tez Tour-ის ორგანიზებით ხორციელდება. 

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics