04:28 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-27 11:01:25, 1026 ნახვა

საზოგადოება
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელთა საკვალიფიკაციო გამოცდა - წარმატებულ კანდიდატებს სერტიფიკატები გადაეცათ

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელთა საკვალიფიკაციო გამოცდა დასრულდა. გამოცდა წარმატებით ჩააბარა 9 კანდიდატმა და მათ შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველთა საბუთების მიღება იუსტიციის სასწავლო ცენტრმა უზრუნველყო.

გამოცდაზე გამოცხადებული 20 კანდიდატიდან, გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი - 75 ქულა, 9 პირმა გადალახა.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდა ჩატარდა შემდეგ დისციპლინებში:

• საკონსტიტუციო სამართალი;

• ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი;

• სისხლის სამართალი;

• სისხლის სამართლის პროცესი;

• სასჯელაღსრულებითი სამართალი;

• ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის საფუძვლები.

თბილისის იუსტიციის სასწავლო ცენტრში, საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 2019 წლის 04 ივნისიდან 2019 წლის 14 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობდა.  

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics