19:34 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-26 11:59:35, 1463 ნახვა

პოლიტიკა
გოგიჩაიშვილი დეპუტატებს: კომიტეტების სხდომაზე იმიტომ შემოვედი, რომ გითხრათ, გული მერევა თქვენზე

 „კომიტეტების სხდომაზე იმიტომ შემოვედი, რომ გითხრათ, გული მერევა თქვენზე“, - ამ სიტყვებით პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევნა გოგიჩაიშვილმა  საპროცედურო საკითხთა და წესების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე შესვლისას დეპუტატებს მიმართა.

აღნიშნულის საპასუხოდ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა გოგიჩაიშვილს უზრდელი უწოდა.

„თავი შეიკავე და გაეთრიე გარეთ, შე უზრდელო“ - მიმართა ოხანაშვილმა გოგიჩაიშვილს.

რის შემდეგაც, ლევან გოგიჩაიშვილმა  გაერთიანებული კომიტეტების სხდომა დატოვა.

შეგახსენებთ, რომ იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. კომიტეტზე ნიკა მელიასთვის სადეპუტატო მანდატის შეჩერების საკითხზე მსჯელობენ.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics