|
2019-06-26 11:29:36, 1707 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა: მივყვებით ტურისტული ბაზრის მოთხოვნებს და აქტიურად ვმუშაობთ ბიზნესის დასახმარებლად ყველა მიმართულებით
„ჩვენი მთავარი ამოცანაა, ზოგადად, საქართველო წარმოვაჩინოთ როგორც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო, მიმზიდველი და ბევრი გაგებით უნიკალური, ტურისტულად საინტერესო ცენტრი. ეს იზიდავს, რასაკვირველია, როგორც ევროპელ ტურისტს, ასევე აზიიდან მომავალ ტურისტს, ასევე ტრადიციული ბაზრებიდან მომავალ ტურისტს, მათ შორის რუს ტურისტებსაც“, - განაცხადა ნათია თურნავამ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას. მინისტრმა ჟურნალისტებთან კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტურიზმის სფეროში არსებული გამოწვევების ფონზე, მთავრობა, მათ შორის ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად მუშაობს, ქართული ბიზნესის დასახმარებლად ყველა მიმართულებით. ნათია თურნავას თქმით, აქცენტი არის ევროპაზე, მაგრამ ტრადიციული ბაზრების შენარჩუნებაც არის ჩვენი პრიორიტეტი. „რამდენიმე დღეა ძალიან ინტენსიური შეხვედრები მაქვს ტურისტულ ინდუსტრიასთან - მცირე სასტუმროებთან, საოჯახო სასტუმროებთან, ვხედავთ, რომ რეალურად პრობლემის წინაშე დადგა ჩვენი ტურისტული ინდუსტრია, ეს უნდა ვაღიაროთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივყვებით ბიზნესის მოთხოვნებს და ვმუშაობთ ყველა მიმართულებით, მათ შორის იმ მიმართულებითაც, რომ შევინარჩუნოთ რუსი ტურისტიც საქართველოს ბაზარზე, რადგან საქართველოში ჩამოდის 50-ზე მეტი ქვეყნის ტურისტი, არცერთ ქვეყანას არ აქვს დომინირებული როლი, რუსეთს უჭირავს საკმაოდ მაღალი წილი - ეს არის ჩვენი ტურისტული ბაზრის 25%". იმედი გვაქვს, შევარბილებთ ტურისტულ ბიზნესზე არსებული რეალობიდან გამომდინარე ნეგატიურ გავლენებს", - განაცხადა ნათია თურნავამ.
(NS)
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)