18:39 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-25 19:34:06, 1226 ნახვა

პოლიტიკა
„ის გიჟი [სააკაშვილი] რომ გირეკავთ სტარტზე დგახართ“ - ბიუროს სხდომაზე დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

პარლამენტის ბიუროს სხდომა, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დეპუტატ ნიკა მელიას მანდატის შეჩერებაზე მსჯელობენ, ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. 

სხდომაზე "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგო რატიანმა უკმაყოფილება გამოთქვა, მელიას პასუხისგებაში მიცემის გამო. მისივე თქმით, არასწორია როდესაც "ქართული ოცნება" ნიკა მელიას აბრალებს 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებს. 

რატიანის გამოსვლამ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდიანარაძის გაღიზიანება გამოიწვია.

"ნუ დემაგოგობ, ახლა ზიხარ, ტყუილს ამბობ და საზოგადოება შეცდომაში შეგყავს", - განაცხადა მდინარაძემ. 

კამათის ფონზე სერგო რატიანმა ბიუროს სხდომა დატოვა. "ევროპული საქართველოს" წევრის შემდეგ, სხდომა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემაც დატოვა.

გასვლამდე, გოცირიძემ აღნიშნა, რომ ბიურო დაკომპლექტებულია ბიძინა ივანიშვილის ხალხით, რომელიც დეპუტატის მანდატის შეჩერებაზე დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს.

"თქვენ ასრულებთ ივანიშვილის დაკვეთას", - მიმართა გოცირიძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს. 

მას მამუკა მდინარაძემ უპასუხა:

"ჩვენ არ ვართ "ნაციონალური მოძრაობა", თქვენნაირი სისხლისმსმელები არ ვართ. ის გიჟი [სააკაშვილი] რომ გირეკავთ, სტარტზე დგახართ. ჩვენ ასე არ ვიქცევით. ყველას გვაქვს ჩვენი აზრი, რომელსაც ვაფიქსირებთ", - განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, პროკურატურამ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. უწყებამ პარლამენტს წინადადებით მიმართა, რომლითაც საკანონმდებლო ორგანოს მელიას დაკავების თაობაზე თანხმობას სთხოვს.

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics