04:28 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-25 19:15:00, 983 ნახვა

საზოგადოება
თბილისის ვიცე-მერი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

მუნიციპალური ტრანსპორტის განახლების საკითხებზე თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წარმომადგენლებს შეხვდა.

თბილისის ვიცე-მერმა ევროპისრეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლებთან საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და თბილისში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილა.

„EBRD-ს მუნიციპალური პროექტების განხორციელებაში საკმაოდ დიდი წვლილი აქვს შეტანილი. გასულ წელს მათ მუნიციპალური ავტობუსების განახლების პროექტი დააფინანსეს და მიმდინარე ეტაპზეც, EBRD-ის დაფინანსებით, მუნიციპალიტეტის მიერ დამატებით, 200 ერთეული ავტობუსის შესყიდვახორციელდება, მათ შორის, 90 ელექტროავტობუსის. აღნიშნული პროექტი EBRD-ის სახსრებითუნდა განხორციელდეს, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ძირითადად ამ თემებზე და სხვა პოტენციური პროექტების დაფინანსების საკითხებზე გვქონდა დღეს EBRD-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა, რომელიც საკმაოდ პროდუქტიული და შედეგიანი იყო. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მუნიციპალური პროექტების განხორციელების კუთხით, EBRD-თან ყოველთვის მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები გვქონდა და გვაქვს“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ. 

შეხვედრაში EBRD-ის ევრაზიის რეგიონული ოფისის დირექტორი ეკატერინა მიროშნიკი, ასევე, რეგიონული ოფისის დირექტორი კავკასიაში კატარინა ბიორლინ ჰანსენი და სხვა პირები მონაწილეობდნენ.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics