01:20 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-25 17:38:45, 1349 ნახვა

კომენტარი
თალაკვაძე: საქართველო აგრესიული დღის წესრიგის მძევალი არ გახდება

"დღეს პრობლემად რჩება ოკუპაცია, და ჩვენი მთავარი ამოცანაა, მივაღწიოთ დეოკუპაციას", - ამის შესახებ პარლამენტის ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, მისი თავმჯდომარეობის პერიოდში, საქართველოს პოლიტიკური კურსი არ შეიცვლება და არც ერთი კომპრომისი საქართველოს ეროვნული ინტერესების ხარჯზე არ მოხდება.

"საქართველო აგრესიული დღის წესრიგის მძევალი არ გახდება, ჩვენ აუცილებლად ამ პროცესების ნორმალიზებას მოვახდენთ უმოკლეს დროში, საქართველო აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობით, ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგით, და ნატო-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმით, გააგრძელებს თავის მომავალ განვითარებას. ჩვენი ხელისუფლების პირობებში, საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი ვერ და არ შეიცვლება, საქართველო თავის ადგილს კიდევ უფრო მეტად დაიმკვიდრებს დასავლურ ოჯახში. რაც შეეხება, ჩვენს პრობლემას, დღეს პრობლემად რჩება ოკუპაცია, და ჩვენი მთავარი ამოცანაა, მივაღწიოთ დეოკუპაციას, როდესაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა იქნება აღდგენილი. არც ერთი კომპრომისი საქართველოს ეროვნული ინტერესების ხარჯზე არ მოხდება. ვისი სურვილიც არ უნდა იყოს ეს, იქნება "ნაციონალური მოძრაობა", თუ სხვა ოპოზიციური ლიდერები, საქართველო აგრესიული დღის წესრიგის მძევალი არ გახდება. ჩვენ განვაგრძობთ, მშვიდობის, განვითარების და უსაფრთხოების კონსოლიდაციას საქართველოში", - აღნიშნა თალაკვაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics