|
2019-06-25 15:25:28, 3435 ნახვა
მსოფლიო
უკრაინა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობის შეჩერებით იმუქრება
უკრაინა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობის შეჩერებით იმუქრება, - ამის შესახებ 112UA იუწყება. როგორც უკრაინულ დელეგაციაში აცხადებენ, ისინი რუსეთის წარმომადგენლებთან ერთად, ერთ დარბაზში საკუთარ თავს ვერ ხედავს. გარდა ამისა, უკრაინის დელეგაციამ პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ დღევანდელ მუშაობაში მონაწილეობა არ მიიღოს. დეპუტატებმა უკრაინის უმაღლეს რადას შესაბამისი ინიციატივით უკვე მიმართეს, რომლის თანახმადაც უკრაინის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის მონაწილეობა შეჩერდება. აღნიშნულ ფაქტს უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი უკვე გამოეხმაურა და მას სამწუხარო უწოდა. სელენსკის თქმით, რუსეთს უფლებამოსილებები საბჭოში მხოლოდ მას შემდეგ უნდა აღედგინოს, რაც ყველა ვალდებულებას შეასრულებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)