22:26 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-25 14:43:24, 1198 ნახვა

ეკონომიკა
თურნავა - მოვისმენ ბიზნესისგან კონკრეტულ პრობლემებს და ვიმუშავებთ, როგორ ავაწყოთ ერთად ეფექტური გეგმა

„ყველა ტრიბუნას გამოვიყენებ იმის სათქმელად, რომ საქართველო კვლავაც რჩება ერთ-ერთ ყველაზე სტუმართმოყვარე, გახსნილ, უსაფრთხო ქვეყნად,  სადაც ერთნაირი სიხარულით ელიან ევროპელ, კორეელ, უკრაინელ თუ რუს ტურისტს. თქვენ, აჭარლებმა, თქვენი შრომით მოიტანეთ ის, რომ ეს რეგიონი არის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ტურისტული ადგილი, აქედან გამომდინარე, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა არსებული შოკი შეგიმსუბუქოთ. ვამუშავებთ გეგმას, რომელიც სწორედ თქვენზე იქნება მორგებული", - ამის შესახებ ნათია თურნავამ  ქობულეთში შეკრებილ მცირე საოჯახო სასტუმროების მფლობელებს განუცხადა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი აჭარაში იმყოფება, სადაც ამ წუთებში ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს.  ეკონომიკის მინისტრთან ერთად შეხვედრებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი ესწრებიან.

როგორც ნათია თურნავამ ადგილობრივებთან საუბარში აღნიშნა, მნიშვნელოვანია იმ იმიჯის განმტკიცება, რაც გვაქვს საერთაშორისო ასპარეზზე, მათ შორის რუსულ ბაზარზეც, რომ ვართ ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა. „ხელისუფლება, მათ შორის ეკონომიკის სამინისტრო ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გვერდში დაგიდგეთ იმ მცირე მეწარმეებს, ვისაც ნეგატიურად შეეხო ეს  კონკრეტული კრიზისი. დღეს ვიმყოფები აჭარაში, რადგან სეზონი უკვე დაწყებულია და ყველაზე მეტი თანადგომა გჭირდებათ, თუმცა, არანაკლები გამოწვევებია, მაგალითად, კახეთში, სვანეთში, ამიტომ გავაგრძელებ აქტიურ შეხვედრებს, მოვისმენ ბიზნესისგან კონკრეტულ პრობლემებს და ვიმუშავებთ, თუ როგორ ავაწყოთ ერთად ყველაზე უფრო ეფექტური, მორგებული გეგმა“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, უკვე დაგეგმილია მისი შეხვედრა ბანკებთან და სხვა ბიზნესის წარმომადგენლებთან.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics