|
2015-07-03 09:58:29, 339 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი: ჩვენი ქვეყნის დემოკრატიზაციის გზაზე ამერიკის მხარდაჭერა ფასდაუდებელია
ჩვენი ქვეყნის დემოკრატიზაციის გზაზე ამერიკის მხარდაჭერა ფასდაუდებელია,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში გამართულ მიღებაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და ორი ქვეყნის მეგობრულ და სტატეგიულ ურთიერთობებზე ისაუბრა. მისივე განმარტებით, ამერიკა საქართველოს უმთავრესი სტრატეგიული მოკავშირეა, თავისუფლების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის საერთო ღირებულებები კი, რომლებიც ასახულია ჩვენი ქვეყნების მიერ ორმხრივად აღებულ ვალდებულებებში, უზრუნველყოფს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მჭიდრო პარტნიორობის მტკიცე და ურყევ საფუძველს. „ დიდი მადლობა პირადად ბატონ ელჩსა და თქვენ ყველას საქართველოს მხარდაჭერისთვის. ამერიკა არის საქართველოს უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორი და თქვენი წვლილი ჩვენი ურთიერთობების გაღრმავებასა და გაძლიერებაში ფასდაუდებელია. 1776 წლის 4 ივლისს კონტინენტურმა კონგრესმა დაამტკიცა დამოუკიდებლობის დეკლარაციის საბოლოო ვერსია. ეს იყო დიდი დღე ამერიკის ისტორიაში და არანაკლებ დიდი დღე მთელი მსოფლიოსთვის. მართალია ჩვენი 24-წლიანი დემოკრატია ბევრად უფო ახალგაზრდაა, ვიდრე თქვენი, ჩემთვის ნათელია პარალელები, რომლებიც არსებობს ჩვენი დიადი ქვეყნების დამოუკიდებლობის მოძრაობებს შორის. დამოუკიდებლობის მოპოვების გზაზე საქართველოს ამოძრავებდა თავისუფლების იგივე პრინციპები, რომლებმაც სული ჩაუდგეს ამერიკის რევოლუციას. უდიდესი საფრთხის მიუხედავად, ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის არასდროს შეჩერებულა და მთელმა თაობებმა გაწირეს თავი იმ იმედით, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის ოცნება ერთ დღეს რეალობად იქცეოდა. ვიმეორებ, ამერიკა არის საქართველოს უმთავრესი სტრატეგიული მოკავშირე. თავისუფლების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის საერთო ღირებულებები, რომლებიც ასახულია ჩვენი ქვეყნების მიერ ორმხრივად აღებულ ვალდებულებებში, უზრუნველყოფს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მჭიდრო პარტნიორობის მტკიცე და ურყევ საფუძველს,“–განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას. მანვე ელექტრონული ფოსტით ამერიკელი მოსწავლისგან მიღებული წერილი გაიხსენა და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობის სულისკვეთება მომდევნო თაობებშიც არ შენელდება.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)