|
2019-06-25 10:32:42, 1307 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ჩვენი ქვეყნის ტურისტული ბაზარი უსაფრთხოა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ტურიზმის სექტორთან აქტიური შეხვედრები გაგრძელდება, მათ შორის აჭარაში, სადაც სეზონი უკვე დაწყებულია და ადგილობრივ ტურისტულ ბიზნესს განსაკუთრებული თანადგომა ესაჭიროება. „შეხვედრების ამოცანაა, უშუალოდ ტურისტული ბიზნესისგან მოვისმინო, თუ რა გამოწვევების წინაშე დადგნენ რეალურად. მაგალითად, ციფრები, რაც დღევანდელ შეხვედრაზე გააჟღერა ბიზნესმა, არის რეალური გამოწვევა, რადგან წლის ბოლომდე მოლოდინი იყო, რომ დაახლოებით მილიონი რუსი ტურისტი ჩამოვიდოდა საქართველოში, რაც დაახლოებით 2 მილიარდი ლარის შემოსავალი იქნებოდა სექტორისთვის", - აღნიშნა ნათია თურნავამ. ეკონომიკის მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია და ბიზნესის თხოვნაც არის ინფორმაციის მაქსიმალური გავრცელება იმის შესახებ, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ტურიზმისთვის და ეს ეხება ნებისმიერი ქვეყნის ტურიზმს, მათ შორის, ტრადიციული ბაზრებიდან ჩამოსულ ტურისტს და მათ შორის რუს ტურისტებს. „სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ჩვენი ქვეყნის ტურისტული ბაზარი არის უსაფრთხო და ეს დადასტურებულია უამრავი საერთაშორისო რეიტინგით", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. ნათია თურნავა დღეს ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან ერთად არსებული გამოწვევების დაძლევის სხვადასხვა საკითხები განიხილა. შეხვედრას ასევე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი ესწრებოდა.
(NS)
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)