|
2019-06-24 13:32:26, 1198 ნახვა
კომენტარი
სამადაშვილი: დაანონსებული სამართლებრივი დევნით ივანიშვილს ძლიერი პოლიტიკური მოთამაშეების ჩამოშორება სურს
2020 წლისთვის პროპორციული არჩევნების დანიშვნა და ნულოვანი საარჩევნო ბარიერის შემოღება, შესაძლოა, ახალი სქემის ნაწილი იყოს, რომლის მიზანიც ივანიშვილისთვის ძალაუფლების შენარჩუნებაა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა სალომე სამადაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა. სამადაშვილი აღნიშნავს, რომ ოპოზიციური პარტიების მიმართ დაანონსებული სამართლებრივი დევნით ბიძინა ივანიშვილი ძლიერი პოლიტიკური კონკურენტების ჩამოცილებას შეეცდება. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავაანალიზოთ ამ ცაიტნოტში მიღებული გადაწყვეტილება, რასაც გვთავაზობს ივანიშვილი, რაც შეეხება ბარიერის გაუქმებას და პროპორციულ არჩევნებს. რეალურად, ძალიან დასაფიქრებელია, თუ რას გამოიწვევს ეს. რამდენიმე თვის წინ უმრავლესობა გვეუბნებოდა, რომ 2020-ში პროპორციულ სისტემაზე გადასვლა პოლიტიკურ ქაოსს გამოიწვევდა, დღეს კი გვეუბნებიან, რომ პროპორციულზე გადავლენ და ამავე დროს ბარიერს გააუქმებენ. მე ვფიქრობ, რომ არ არის გამორიცხული, ეს იყოს სქემა, რომელიც შემუშავებულია იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა უკვე სხვა ფორმით იყოს შენარჩუნებული. ივანიშვილის მთავარი ამოცანა არის პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყანაში. მისთვის არ აქვს მნიშვნელობა რა ერქმევა პარტიას, რომელიც მისი სახელით მიიღებს გადაწყვეტილებებს ქვეყანაში, მთავარია, რომ ისინი ჰყავდეს კონტროლის ქვეშ. ნებისმიერი ოლიგარქისთვის ძალიან კარგია ქაოსური ვითარება , სადაც არის ბევრი წვრილი მოთამაშე, იმიტომ რომ ამ წვრილ მოთამაშეებს ოლიგარქები ძალიან იაფად იმორჩილებენ და რჩებიან ძალაუფლებაში. დღეს მნიშვნელოვანია ის, დაანონსებული სამართლებრივი დევნა მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ, არის თავდასხმა დემოკრატიაზე, რადგან ივანიშვილის ამოცანაა გააქროს ძლიერი პოლიტიკური მოთამაშეები. ძალიან მნიშვნელოვანია, დავფიქრდეთ, ის რაც დააანონსა მმართველმა პარტიამ და გავცეთ პასუხი, გახარიასა და გომელაური გადადგომის გარეშე არ აქვს აზრი დიალოგის გაგრძელებას“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებისა და ნულოვანი საარჩევნო ბარიერის შემოღების შესახებ განცხადება გააკეთა. განცხადებაში ივანიშვილმა ისიც აღნიშნა, რომ უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც მასობრივი ძალადობის ორგანიზება მოახდინა.
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)