21:12 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-24 12:18:07, 1181 ნახვა

კომენტარი
პრემიერი პროპორციულ სისტემაზე გადასვლაზე: გუნდი სრულად უჭერს მხარს ამ გადაწყვეტილებას

"ბიძინა ივანიშვილმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება გაახმოვანა. გვქონდა მსჯელობა ამ საკითხზე და გუნდი სრულად უჭერს მხარს ამ გადაწყვეტილებას", - ამის შესახებ პრემიერ-მმინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა

პრემიერის თქმით, დაიწყება დიალოგი ყველა იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც პატივს სცემს საქართველოს კონსტიტუციას. 

"რაც ვიხილე, რომ საქართველოში არიან ახალგაზრდები, რომლებსაც აქვთ მზაობა აიღონ პასუხისმგებლობა და საზოგადოებასაც აქვს ჯანსაღი განცდა, რომ ჩვენ პოლიტიკურ ცხოვრებაში გვჭირდება მეტი ახალი სახე. აქედან გამომდინარე, ჩვენი ინიციატივა გულისხმობს, რომ მინიმალური ზღვარით მოხდეს შემდეგი არჩევნების ჩატარება, რაც საშუალებას მოგვცემს უფრო მეტი პარტია იყოს წარმოდგენილი პარლამენტში. ეს კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს მთავარ ხედვას, რომ საქართველოს სრულფასოვნად უნდა ჩამოყალიბდეს დემოკრატიას", - აღნიშნა ბახტაძემ.

მისი თქმით, მოლაპარაკებებში არ ჩართავენ იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც კონსტიტუციის ჩარჩოებიდან გავიდნენ. 

„ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ იმ პოლიტიკოსებთან, რომლებიც პატივს სცემს ამ ქვეყნის მომავალსა და კონსტიტუციას. იმათ ვისი ქცევაც იყო პროვოკაციული, რომლებიც მოტივირებული არიან მუდამ, რომ გავიდნენ კონსტიტუციური ჩარჩოებიდან მათთან ბუნებრივია, დიალოგი არ იქნება, მათ კანონი გასცემს პასუხს“, - აცხადებს პრემიერი.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
პირველმა არხმა ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენების ლიცენზია დაკარგა
საქართველოში შემაშფოთებელი ტენდენციებია - მედიის თავისუფლების კოალიციის 16 წევრი ქვეყანა
კობახიძე - გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან
კობახიძე ამბობს, რომ დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის არც 1 და არც 50 თეთრი არ ენანება, თუმცა ფარმაცევტულ მაფიაზე მტკიცებულებების გარეშე საუბრობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics