|
2019-06-24 11:56:03, 3415 ნახვა
მსოფლიო
საქართველოში ფრენების აკრძალვის გამო, რუსული ავიაკომპანიების ფინანსური დანაკარგი 3 მილიარდ რუბლს მიაღწევს
საქართველოს მიმართულებით ფრენების აკრძალვის შემდეგ, რუსული ავიაკომპანიების ფინანსური დანაკარგი 2.3-დან 3 მილიარდ რუბლამდე მიაღწევს, - ამის შესახებ Komersant წყაროზე დაყრდნობით იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, კომპანიებს მოუწევთ ხსენებული თანხა დახარჯონ, რათა მგზავრებს ბილეთებში გადახდილიო თანხა დაუბრუნონ. ამასთან, უკვე შეძენილი ბილეთებით 155 ათასი ადამიანი ვერ ისარგებლებს. "საქართველო ერთ-ერთი ყველაზე ლიმიტირებული ბაზარია: იმისათვის რომ საქართველოში ჩაფრინდე კომპანიამ ნებართვა უნდა მოიპოვოს, ამის გამო ის უფრო რენტაბელურია", - აღნიშნა წყარომ. ამასთან, კომპანიები ვერ შეძლებენ ტრანზიტული ფრენების შესრულებას, რადგან ასეთი ბილეთების საფასური უფრო ძვირი იქნება. მედიის ცნობით, აკრძალვა ნეგატიურად აისახება დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებზეც. რაც შეეხება ტუროპერატორებს, მათი დანაკარგი უფრო მცირე იქნება, რადგან 8 ივლისის შემდეგ, (აკრძალვა ძალაში შევა) ტურები საქართველოს მიმართულებით 3 500 ადამიანმა შეიძინა.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)