17:02 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-24 02:05:20, 1390 ნახვა

პოლიტიკა
ალექსანდრ ნევზოროვი - გავრილოვს აქვს უმართავი უკანალი, რომელიც შეიძლება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელშიც აღმოჩდნეს

"ქართული მღელვარება დაიწყო მას შემდეგ, რაც რუსმა დეპუტატმა გავრილოვმა, მისი უკანალი იქ ჩადო სადაც არ უნდა ჩაედო - ამის შესახებ რუსმა ჟურნალისტმა, თეოლოგმა და მწერალმა ალექსანდრ ნევზოროვმა განაცხადა.
"გავრილოვის უკანალი აღმოჩნდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში, ცხადია, დეპუტატის რუსულმა დუნდულებმა შეურაცხყო, ქართული დემოკრატიის სიმბოლო. უკანალის და ქრისტიანული სიწმინდის ქიმიურმა რეაქციამ ჯოჯოხეთი მოაწყო. რეალურად ეს დეპუტატი არის მართმადიდებელი ფანატიკოსი, მის ადეკვატურობაზე საერთოდ არ ღირს ლაპარაკი. ამასთან უნდა ითქვას, რომ გავრილოვს აქვს სრულიად უმართავი უკანალი და ამ უკანალს შეუძლია დასვას ის თუნდაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში." - განაცხადა ალექსანდრ ნევზოროვმა.
ნევზოროვის თქმით, გავრილოვის ხამობის შედეგების განსაზღვრა ძნელი არ იქნებოდა, რადგან ყველამ იცის ქართველების ემოციურობა.
მწერალი და ჟურნალისტი ამბობს, რომ გავრილოვი სულელ დეპუტატად უნდა არჩიათ დაეცინათ მისთვის და კრემლს ბოდიში მოეხადა, თუმცა პუტინი შეგნებულ ექსკალაციაზე წავიდა.









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics