|
2019-06-22 19:08:39, 1176 ნახვა
საზოგადოება
პროკურატურა აქციის დროს მომხდარ შემთხვევებს, მათ შორის სამართალდამცველების შესაძლო გადაცდომის ფაქტებს სწავლობს
გენერალური პროკურატურა 20-21 ივნისს, საპროტესტო აქციის დროს მომხდარ ყველა ცალკეულ შემთხვევას, მათ შორის სამართალდამცველების მხრიდან შესაძლო გადაცდომის ფაქტებს სწავლობს. როგორც „ექსპრესნიუსს“ უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას ფაქტების შესწავლის შემდეგ მიაწვდიან. „საქართველოს პროკურატურა სწავლობს ყველა ცალკეულ შემთხვევას და შემდგომ სამართლებრივ რეაგირებასთან დაკავშირებით საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას მივაწვდით“, – აცხადებენ გენერალურ პროკურატურაში. შეგახსენებთ, 20-21 ივნისს, პარლამენტთან მიმდინარე აქციის დროს, სპეცდანიშნულების რაზმსა და მოქალაქეებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად 240 ადამიანი დაშავდა, რომელთაგან 39 ამ დრომდე კლინიკაში რჩება. ამასთან, აქციის დარბევისას სამართალდამცველებმა 305 პირი დააკავეს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)