11:19 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-22 15:45:01, 1868 ნახვა

მსოფლიო
რუსული ავიაკომპანიები - მოქალაქეებმა საქართველოში ჩასასვლელად აღებული ბილეთების უკან დაბრუნება დაიწყეს

ავიაკომპანიები აფიქსირებენ, რომ რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში ჩასასვლელად აღებული ბილეთების მასობრივად უკან დაბრუნება დაიწყეს, - ამის შესახებ Tass რუსეთის ვიცე-პრემიერის წარმომადგენელზე მაქსიმ აკიმოვზე დაყრდნობით იუწყება.

"თათბირზე აღინიშნა, რომ რუსეთის ექვსივე ავიაკომპანიამ დააფიქსირა, რომ მოქალაქეებმა საქართველოში წასასვლელი ავიაბილეტთების მასობრივი დაბრუნება დაიწყეს. ეს საგრძნობლად გაამარტივებს საქართველოში დარცენილი რუსეთის მოქალაქეების სახლში დაბრუნებას. მგზავრების და ბარგის გადმოყვანა საშტატო რეჟიმში განხორციელდება", - განაცხადა აკიმოვმა. 

ამასთან, Tass-ის ცნობით, ავიაკომპანიები მზად არიან საქართველოდან რუსი მოქალაქეები სამშობლოში 8 ივლისის შემდეგად დააბრუნონ, როდესაც პირდაპირი ფრენების აკრძალვა ძალაში შევა, თუმცა ამას სხვა ქვეყნების აეროპორტებიდან განახორციელებენ, კერძოდ კი სომხეთის და ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის აეროპორტებიდან. 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ოცნების პარლამენტის წევრი: აშშ-სთან ურთიერთობები ეტაპობრივად აღდგება
სამართალდამცველებმა 1 კილოგრამამდე „კოკაინი" ამოიღეს
კობახიძე ერევანში ოფიციალურ მიღებას დაესწრო, დღეს კი სამიტზე სიტყვით გამოვა
ვიქტორ ყიფიანი, ერევნის დიალოგში მიიღებს მონაწილეობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics