02:07 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-22 12:31:21, 1007 ნახვა

საზოგადოება
მეუფე იაკობი აპირებს პასუხი აგებინოს სპეცრაზმელს, რომელიც რეზინის ტყვიებს დამიზნებით ისროდა

 „თვალგამოთხრილი გოგო რასაც იტყვის, იმას მიიღებს თავიდან ბოლომდე“, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, იაკობ იაკობაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

მეუფე იაკობი განცხადებით, აპირებს პასუხი აგებინოს იმ სპეცრაზმელს, რომელიც 20 ივნისის აქციაზე რეზინის ტყვიებს დამიზნებით ისროდა.

„ეტყობა სპეციალური დანიშნულების რაზმი როცაა, დიდი ხანი ითმენდნენ და ეტყობა რაღაც პერიოდში ვეღარ მოითმინეს და ის რაღაცეებიც გააკეთეს, რისი ბრძანებაც არ ჰქონდათ. მე არავის გამოყვანა და „გაპრავება“ არ მინდა. მაგრამ ერთ რამეს ვუყურებდი. ის ადამიანი უნდა გადმოგვცენ ქართველებს, რომელიც ჟინით ესროდა. რაც დაფიქსირებულია. თავისიანმაც აუკრა თუ გახსოვთ. არ შეიძლება სახელმწიფომ ის ადამიანი დაიცვას. მე როგორც ვიცი, ის ადამიანი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დროსაც სპეცდანიშნულების რაზმის წევრი, დიდი გადაცდომა მოუვიდა და ჩვენს პერიოდში, 1-ელი ოქტომბრის შემდეგ აღადგინეს და კი ვნახეთ, ისე ისროდა, თითქოს ირმებს ესროდა. ეს არ უნდა შერჩეს არავის. ეს არ არის არც მინისტრის, არც ვიღაცის დანაშაული. ყველგან არიან მანიაკები საერთოდ. მე მაგას მანიაკად მოვიხსენიებ. მოვძებნი და ვნახავ მაგას, თავისას მიიღებს. ვერ უშველის ის, რომ რაღაც სტრუქტურაშია გაწევრიანებული. მიპოვნიან და მომიყვანენ. თვალგამოთხრილი გოგო რასაც იტყვის, იმას მიიღებს თავიდან ბოლომდე. აცდეს სამართლებრივ ჩარჩოებს. სიტკბოებით ისროდა მაგ იარაღს. ბევრისგან ვიცი, რომ სამივეს მაგან წაართვა თვალის ჩინი. შეიძლება ეგ მსახურებდეს? სჯობს მე დავისაჯო და მაგან თავისი მიიღოს“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics