00:57 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-21 22:14:34, 1010 ნახვა

საზოგადოება
„გადადგეს გიორგი გახარია!“ - აქციის მონაწილეები სახალხო დაუმორჩილებლობით იმუქრებიან

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ თუ შს მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობას არ დატოვებს, მოსახლეობა სახალხო დაუმორჩილებლობას გამოაცხადებს.

 მათივე თქმით, ხვალ 12:00 საათზე აქციის მონაწილეები შესაბამის გეგმას ჩამოაყალიბებენ.

„თუ გიორგი გახარია არ გადადგება, ჩვენ მას ჩვენი ძალით გადავაყენებთ, გამოვაცხადებთ სახალხო დაუმორჩილებლობას და აქციები მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყება“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

აქციის მონაწილეებმა ხელები აღმართეს და ამით მსოფლიოს დაანახეს, რომ ისინი თავისუფლებისთვის მშვიდობიანი გზით იბრძვიან.

ისინი სკანდირებას აგრძელებენ: „წადი“ „გაუმარჯოს თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოს“

აღსანიშნავია, რომ აქციის მონაწილეების რაოდენობა იზრდება, ადგილზე ათასობით ადამიანია შეკრებილი.

 რუსთველის სამართალდამცველები და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები არიან მობილიზებულები.

ამასთან, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ პუტინის კარიკატურა მოიტანა, რომელსაც სტვენით და უცენზურო სიტყვებით შეხვდნენ.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics