|
2019-06-21 20:12:00, 1081 ნახვა
საზოგადოება
სტუდენტი თსუ-ს აქციიდან: ბიძინა „ტარგარიანმა“ საბოლოოდ მოახდინა საქართველოს უზურპაცია, „დრაკონი“ ჰყავს სახელად გახარია
„ვხედავდი პოლიტიკოსებს, რომლებიც ხალხს პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებდნენ, მაგრამ როცა ადამიანებს თვალები დასთხარა გახარიას უწყებამ, „ნაციონალური მოძრაობის" ვერც ერთი წევრი ვეღარ დავინახე“, - ამის შესახებ თსუ-ში მიმდინარე აქციის მონაწილემ განაცხადა. სტუდენტები პოლიტიკოსებს მოუწოდებენ, მათ აქციაზე არ მივიდნენ და პროვოკაციები არ მოაწყონ. დემონსტრანტების თქმით, მათი აქცია აპოლიტკურია. „მე ვარ ძალიან ბედნიერი დღეს, რადგან მიწევს თქვენს ვერდით დგომა. თქვენ ხართ ერთადერთი, პირველი და განსაკუთრებული თაობა, რომელიც დაიბადა დამოუკიდებელ საქართველოში და ეს არის ჩვენი ისტორიისთვის ყველაზე დიდი პატივსაცემი სუბსტანცია. მე გუშინ მიწევდა 5 სააათამდე ქუჩაში ყოფნა. მე ვხედავდი პოლიტიკოსებს, რომლებიც ხალხს პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებდნენ, მაგრამ როდესაც ხალხს თვალი დასთხარა გახარიას უწყებამ „ნაციონალური მოძრაობის“ ვერცერთი წევრი ვერ დავინახე. ეს ხალხი არის საქართველოს მტერი და სანამ ეს ხალხი ქართულ პოლიტკაში იქნება მანამდე არაფერი ეშველება ამ ქვეყანას. ბიძინა „ტარგარიანმა“ საბოლოოდ მოადინა საქართველოს უზურპაცია. მას ჰყავს დრაკონი სახელად გახარია, რომელიც იპყრობს ახალგაზრდობას თავისი სუს-ის გავლენებით“, - განაცხადა სტუდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)