14:57 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-21 02:52:03, 917 ნახვა

პოლიტიკა
გოცირიძე: ადამიანებზე პირდაპირი ნადირობა მიდის - ხელისუფლებას აღარ აქვს უფლება ქვეყანა მართოს

 „ხელისუფლებამ გამოავლინა ძალადობრივი სახე და ამ ხელისუფლება არ აქვს უფლება მართოს ქვეყანა“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა,  ოპოზიციის ლიდერები სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ და გადაწყვეტენ რა მოთხოვნები ექნებათ სამომავლოდ.

„მიდის პირდაპირი ნადირობა ადამიანებზე. ასეულობით დაჭრილი და დაზიანებული ადამიანები კლინიკებში არიან მოთავსებული. გვქონდა იმედი, რომ კრიზისი განმუხტვა შესაძლებელი იყო პოლიტიკური გზით. განვაცხადეთ,რომ უნდა გადამდგარიყო პარლამენტის თავმჯდომარე, მისი გადაყენებაც კი არ მოინდომა ხელისუფლებამ. ხელისუფლებამ ჩაიდინა არნახული დანაშაული. ამ ბარბაროსობის შემდეგ დღის წესრიგში სხვა ამოცანები დგას უკვე. ხელისუფლებამ გამოავლინა ძალადობრივი სახე და ამ ხელისუფლება არ აქვს უფლება მართოს ქვეყანა. ვიკრიბებით, სადაც არიან პოლიტიკური ლიდერები და გადავწყვეტთ როგორი გეგმები იქნება ხვალიდან. ხელისუფლებას აღარ აქვს არც მორალური და არც სამართლებრივი საფუძველი დარჩეს ხელისუფლებაში“,  - განაცხადა რომან გოცირიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics