13:41 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-21 00:21:52, 948 ნახვა

პოლიტიკა
გერმანიის ელჩი: მოვუწოდებ ყველა მონაწილეს, არ მიმართონ ძალადობას და ყველა საჭირო საკითხი დღის შუქზე განიხილონ

საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. 

"ჩვენ დიდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალყურს სიტუაციის დაძაბვას დღეს საღამოს საქართველოს პარლამენტის წინ. მოვუწოდებ ყველა მონაწილეს, დაიცვან სიმშვიდე, არ მიმართონ ძალადობას და ყველა საჭირო საკითხი დღის შუქზე განიხილონ", - განაცხადა ელჩმა. 

ცნობისთვის, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ვითარება უკიდურესად დაძაბულია. სპეცრაზზმა საპროტესტო აქციის დაშლა დაიწყო. მოქალაქეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს, რის შედეგადაც ათობით ადამიანი დაშავდა. ადგილზე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებია მობილიზებული. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics