|
2019-06-21 00:11:19, 1031 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: ძალადობა მიუღებელია - ამას ადეკვატური პასუხი გაეცემა
„ბოლო ორი საათის განმავლობაში რასაც ჩვენ ვადევნებთ თვალყურს, ეს არის აგრესიული ჯგუფის, „ნაციონალურმა მოძრაობის“ მცდელობა, რომ საქართველო სამართლებრივი ჩარჩოებიდან გაიყვანოს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებს საუბრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მშვიდობიანი პროტესტის უფლება ქვეყანაში ყველა მოქალაქეს აქვს, თუმცა ძალადობა მიუღებელია. „ჩვენ ვიხილეთ, რომ დაიწყო ეს ყველაფერი მშვიდობიანი პროტესტის ფორმით, რა თქმა უნდა საქართველოში ნებისმიერ ადამიანთა ჯგუფს აქვს უფლება, გამოხატოს თავისი პროტესტი და ამ შემთხვევაში, კიდევ ერთხელ მსურს გავიმეორო, ეს იყო გულწრფელი და სამართლიანი პროტესტი, მაგრამ ბოლო ორი საათის განმავლობაში რასაც ჩვენ ვადევნებთ თვალყურს, ეს არის ძალადობა. ეს არის მცდელობა, რომ აგრესიულმა ჯგუფმა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, საქართველო გაიყვანოს იმ სამართლებრივი ჩარჩოებიდან, რომელიც ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ შეიქმნა და უზრუნველყოფს მის სტაბილურ განვითარებას. მთელი 7 წლის განმავლობაში, ჩვენ არაერთხელ ვადევნებდით თვალყურს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობდა შემოეტანა დისონანსი, არასტაბილურობის განცდა საქართველოს საზოგადოებაში და მას ეს არ გამოსდიოდა და არც არასდროს გამოუვა“, - აღნიშნა ბახტაძემ. მისივე თქმით, ძალადობას სახელმწიფო ადეკვატურად უპასუხებს: „საქართველოში ძალადობა არის მიუღებელი, ჩვენ ვართ შემდგარი ქვეყანა, ეს არის ქართული სახელმწიფო და ჩვენ ძალადობას არასდროს შევურიგდებით. სამართლიანი პროტესტი დიახ, ამას ჰქონდა ადგილი და დღესაც აქვს ადგილი საზოგადოების დიდ ნაწილში, მათ შორის ჩემში, ვისთვისაც ეს ყველაფერი არის მიუღებელი, მაგრამ ძალადობა ეს არის მიუღებელი და ამას ექნება ადეკვატური პასუხი“, - განაცხადა პრემიერმა. მან ასევე ახლაგაზრდებს მიმართა და მოუწოდა, ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს არ ემსახურონ. „მე მსურს განსაკუთრებით მივმართო ახალგაზრდებს, თაობას, რომლის ხელშიც არის საქართველოს მომავალი, რომელიც არის ყველაზე დიდი ენერგიის და სამართლიანობის მატარებელი, მე ვარ თქვენს გვერდით იმ გულწრფელ პროტესტში, რომელიც თითოეულ თქვენთაგანს ამოძრავებს, მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს საქმე ძალიან ვიწრო პოლიტიკურ ინტერესთან, პოლიტიკურ მცდელობასთან, რომელიც არ ჯდება არანაირ ჩარჩოებში. თითოეულ ჩვენთაგანს კარგად ახსოვს, რომ ეს პოლიტიკური ძალა სწორედ ამასთან არის ასოცირებული - უკანონობასთან და ძალადობასთან“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)